კომპანია „გაბილდი“ გახდა ბელორუსული ბრენდის, Steel Line-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ეს სიახლე წერეთლის 115ა-ში მდებარე შოურუმის მე-3 სართულზე ბრენდ სექციის გახსნით აღნიშნა. Steel Line არის ლითონის კარის N1 მწარმოებელი ბელარუსში 25 წლიანი გამოცდილებით და მისი პროდუქცია მსოფლიოს 18 ქვეყანაში იყიდება.
Steel Line – პროდუქციის განსაკუთრებულობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:
- კარის ვიზუალური მხარე – კომპანია სხვადასხვა ფერისა და დიზაინის კარების მრავალფეროვან არჩევნს გვთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, კარები განსხვავებული ტიპის ინტერიერს და ექსტერიერს შეუხამოს და მისთვის სასურველი პროდუქტი შეარჩიოს.
- ენერგო ეფექტურობა – პროდუქტი გამოირჩევა ხმისა და თბოიზოლაციის მაღალი ხარისხით, რასაც განაპირობებს ჩარჩოსა და კარებს შორის არსებული რამდენიმე დონიანი შემამჭიდროებლები და ასევე მაღალი ხარისხის ფურნიტურა.
- Steel Line-ის ლითონის კარებს გააჩნიათ გაღების ინოვაციური, ე.წ Smart Lock- სისტემა. ამ ტიპის კარის გაღება 4 საშუალებით შეიძლება – თითის ანაბეჭდით, კოდით, ბარათითა და გასაღებით.
ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები პროდუქციის უნიკალურობას უსვამს ხაზს. Steel Line-ის პროდუქტის ნახვა და შეძენა თბილისში შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: ვ.ბაგრატიონის N5 და ა.წერეთლის N115 ა. ამას გარდა, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს “გაბილდის” ვებგვერდით და სასურველი კარი დისტანციურად შეუკვეთოს.
[R]