„homeis შეკრების“ მეორე ღონისძიება ახლოვდება. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, საქართველოში პირველად ჩატარდა ონლაინ გამოცემა homeis.ge-ის ღონისძიება „homeis შეკრება“. მისი დიდი გამოხმაურებიდან გამომდინარე, წელს, homeis.ge-ს გუნდმა უფრო მასშტაბური „შეკრება” დააორგანიზა. შესაბამისად, 29 სექტემბერს, ონლაინჟურნალი homeis.ge „ლისი დეველოპმენტთან” ერთად, მორიგ ღონისძიებას გამართავს და არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერული სფეროს წარმომადგენლებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. წლევანდელი „homeis შეკრების“ მთავარი თემა გახლავთ „ანაბეჭდი“, როგორც შემოქმედის ინდივიდუალური ხელწერის აღმნიშვნელი სიმბოლო არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.
ღონისძიების ფორმატის ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე ისაუბრებენ სპეციალურად მოწვეული სპიკერები, ასევე, გაიმართება პანელური დისკუსიები. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge, MUA, Extendo, ენდიზაინი, r312 architects, Nakanimamasakhlisi და სხვა.
ღონისძიების პარტნიორია „გაბილდი“. „homeis შეკრების“ მხარდაჭერაზე „გაბილდის“ მარკეტინგის მენეჯერი ანი ხეცურიანი გვესაუბრა.
თქვენი ხედვით, რა მნიშვნელობა აქვს „homeis შეკრებას“ საქართველოში არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის განვითარებისთვის?
homeis-ის მიერ ორგანიზებული შეკრება მნიშვნელოვანია არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სექტორის ზრდა-განვითარებისა და ინოვაციების ხელშეწყობისათვის. ეს არის უნიკალური პლატფორმა ინდუსტრიის პროფესიონალთათვის. მათ აქ შეუძლიათ გაცვალონ იდეები, აღმოაჩინონ განვითარებადი ტენდენციები და ჩამოაყალიბონ მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. ცოდნისა და შთაგონების ეს კოლექტიური გაზიარება ხელს უწყობს პროდუქტიულ თანამშრომლობას, ამაღლებს ხარისხსა და კრეატიულობას. სწორედ ამ სახის ღონისძიებებს შეუძლია ინდუსტრიის გაერთიანება, ახალი სტანდარტების დაწესება და საბოლოო ჯამში უფრო მაღალი ღირებულების შექმნა-მიწოდება კლიენტებისთვის.
რატომ არის გაბილდისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ასეთი ღონისძიების პარტნიორობა?
გაბილდისთვის, რომელიც წარმოადგენს პროფილდორსის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, Homeis-თან პარტნიორობა სტრატეგიული შესაძლებლობაა დაუკავშირდეს ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებს.
ჩვენ ვთავაზობთ კარების გამორჩეულ დიზაინს და ინოვაციურ მექანიზმებს, რომლებიც წარმოადგენს ინტერიერის დიზაინერულ გადაწყვეტებს. ეს პარტნიორობა, ვიმედოვნებთ, დაგვეხმარება გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაში და კარგად წარმოაჩენს ჩვენს მისიას – ხელი შევუწყოთ საქართველოში დიზაინის სფეროს განვითარებასა და წინსვლას.
წლევანდელი მთავარი თემაა „ანაბეჭდი“. როგორია თქვენი მოლოდინი ღონისძიებასთან დაკავშირებით?
თემა „ანაბეჭდი“ საუკეთესოდ ეხმიანება ჩვენს ხედვასა და მისიას. ჩვენ გვჯერა, რომ დიზაინის ყველა ელემენტი, კარების ჩათვლით, ტოვებს ხანგრძლივ შთაბეჭდილებას სივრცესა და მის მაცხოვრებლებზე. ჩვენი მიზანი წლევანდელ ღონისძიებაზე არის ვაჩვენოთ, თუ როგორ შეუძლია Profiledoors-ის დიზაინს შექმნას დასამახსოვრებელი „ანაბეჭდი“, ინოვაციების, სტილისა და ფუნქციონალურობის მეშვეობით. ვიმედოვნებთ, ჩვენი პროდუქციის სიღრმისეული გაცნობა შთააგონებს დიზაინერებს თუ როგორ შეუძლია “Profildoors”-ს შეავსოს მათი შემოქმედებითი ხედვა.
ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.
ღონისძიების წარმდგენია: ლისი დეველოპმენტი.
პარტნიორები: Render Group, JYSK, ცელსიუსი, კაპაროლი, გაბილდი, veli.store, ss.ge, ზიკერ საქართველო.
მხარდამჭერები: Miele, TON, რივერსაიდი, MA Architects, ელიტ ელექტრონიქსი, IPS, ლაზიერი, Next Building Technologies, Office Technologies, TBC Concept, ალდაგი, Archtrade, BUILDY.