in

ფრანგული ელეგანტურობით შექმნილი შპალერის, საფარდე ქსოვილების და ავეჯის ტექსტილის უახლესი კოლექციები „გალერეა რუმ დიზაინი“-ს შოურუმში

თუ უმაღლესი ხარისხის შპალერს, საფარდე ქსოვილს და ავეჯის ტექსტილს ეძებთ, “გალერეა რუმ დიზაინი“ საუკეთესო ადგილია, სადაც სასიამოვნო გარემოსთან ერთად, ნებისმიერ გემოვნებაზე მორგებული წამყვანი ევროპული ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტი დაგხვდებათ.

ამჯერად გვსურს, წარმოგიდგინოთ ფრანგული მწარმოებლის Texdecor Group-ის ბრენდები Casamance, Camengo, Casadeco და Misia Paris, რომლის 2024 წლის უახლესი და გამორჩეული კოლექციების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ „გალერეა რუმ დიზაინი“-ს შოუ რუმში პირდაპირ მწარმოებლის ქარხნიდან შეკვეთით.

უმაღლესი ხარისხის ფრანგული შპალერის საუცხოო კოლექციები მრავალფეროვანი ფაქტურებით ნამდვილად გაგაოცებთ. ბუკლეს, ტილოს, ტექსტილის, ბამბუკის, გობელენის, ხავერდის, ხელნაკეთი, ჭილოფის ფაქტურის, 3D მეტალიზირებული ეფექტების მქონე ვინილის შპალერი დამზადებულია ფლიზელინის ბაზაზე და არის ჰაერგამტარი, 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა, ადვილად რეცხვადი, ცეცხლგამძლე, არ იკაწრება და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს თავის პირველად იერსახეს. რაც მთავარია, შპალერის მონტაჟის პროცესი საკმაოდ სწრაფი და მარტივია.

Texdecor-ის ბრენდების კოლექციებში მრავლად არის წარმოდგენილი 106 სმ ზომის აკუსტიკური, ე.წ. TIPE II კატეგორიის შპალერი, რომლებიც ხმის იზოლაციის ფუნქციას ასრულებენ და ძირითადად სასტუმროების, ხმის ჩამწერი სტუდიების, კინოთეატრების, საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზების კედლებს დაამშვენებენ.

Casadeco-ს შპალერის შექმნაზე ფრანგი წამყვანი კოლორისტები და დიზაინერები მუშაობენ, რომელთა შემოქმედებითი ფანტაზია თამამად არის გადმოცემული თითოეულ კოლექციაში. პრემიუმ კლასის ფრანგული სტილის შპალერი და დეკორატიული პანო ნებისმიერ ინტერიერს ახალისებს და განსაკუთრებულს ხდის. Casadeco-ს კოლექციები წარმოდგენილია ულამაზესი და მრავალფეროვანი ფერთა პალიტრით, რომლებიც ყველანაირი გემოვნების და სტილის  მომხმარებელს შპალერის შერჩევის პროცესს გაუადვილებს.

ელეგანტური ფრანგული სტილით შთაგონებული Casamance-ს შპალერის, საფარდე ქსოვილისა და ავეჯის ტექსტილის კოლექციები, რომლებიც მრავლად არის წარმოდგენილი „გალერეა რუმ დიზაინი“-ს შოუ რუმში, ნებისმიერ სივრცეს უნიკალურ და დახვეწილ ელფერს შესძენენ. ბრენდის კოლექციები გამოირჩევა ნაზი და სადა ფერებით, მრავალფეროვანი მოტივებითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით.

Casamance წარმოდგენილია ხუთივე კონტინენტზე 15 შვილობილი კომპანიით და 3 შოუ რუმით პარიზში, ლონდონსა და კულემბორგში, ნიდერლანდების სამეფოში. შპალერის, საფარდე ქსოვილების და ავეჯის ტექსტილის მწარმოებელი გიგანტი ბრენდი თავისი დელიკატური და ელეგანტური მიდგომით ასახავს სილამაზეს, ქმნის თანამედროვე ტენდენციებს, ათბობს და აუმჯობესებს ნებისმიერ სივრცეს.

„გალერეა რუმ დიზაინი“-ს შოუ რუმში მრავლადაა წარმოდგენილი Casamance-ს ნატურალური ტექსტილის, ტილოს ფაქტურის შპალერი, ფარდა, ბალიშებისა და ავეჯისთვის განკუთვნილი  ქსოვილები, რომლებიც არ იწვის, არ იცვლის ფერს, არ ცვდება და არ ხუნდება.

პრემიუმ კლასის ფრანგული ბრენდი Camengo მომხმარებლებს საფარდე ქსოვილების ელეგანტური, თანამედროვე და საოცარი კოლექციებით ცხოვრებას უხალისებს. ამის დასტური ბრენდის სლოგანიცაა – „ცხოვრება მშვენიერია კამენგოსთან ერთად“. მრავალფეროვანი ფერთა გამით და დეკორით წარმოდგენილი ტილოს, ჟაკარდის, წულეს, გობელენის, ბარხატის და სხვა მასალის ქსოვილები ყველანაირ კომფორტს შეგიქმნით ინტერიერში. Camengo-ს ქსოვილები დამზადებულია 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა ბოჭკოებისგან და ნატურალური ბამბისგან. ბრენდის ყველა კოლექცია ანტიალერგიულია და ახდენს საცხოვრებელში ჰაერის მუდმივ ცირკულაციას, გამძლეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქსოვილი არ ატარებს მზეს და არ ხურდება, ხოლო ზამთრის პერიოდში ინარჩუნებს სითბოს. Camengo-ს საფარდე ქსოვილების და ავეჯის ტექსტილის მონოქრომული დიზაინი თავისი დახვეწილი დეტალებით და ფერთა პალიტრით მდიდრულ და განსაკუთრებულ ელფერს სძენს ნებისმიერ სივრცეს.

Texdecor Group-ის ყველაზე ექსკლუზიური ბრენდი MISIA PARIS მხოლოდ პრემიუმ კლასის საფარდე ქსოვილების და ავეჯის ტექსტილს სთავაზობს დეკორაციის მოყვარულებს. ბრენდი გასული საუკუნის დასაწყისის თავისუფალი და ავანგარდული მოძრაობიდან იღებს სათავეს  ხელოვნებისა და მოდის სამშობლოში, პარიზში და დღესაც, შემოქმედებითი, გლამურული, დახვეწილი და თანამედროვე კოლექციებით აოცებს მომხმარებლებს. MISIA PARIS-ის საფარდე ქსოვილების და ავეჯის ტექსტილის ექსკლუზიური კოლექციები მზადდება ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რომლებზეც მხოლოდ ევროპელი მქსოველები და დიზაინერები მუშაობენ. ბრენდის მოდელებში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ხავერდის, ტილოს, გობელენის, წულეს ფარდები და სხვა ორიგინალური ქსოვილები დეკორაციისთვის, როგორიცაა ბეწვი, თექა და ბუკლე. MISIA PARIS-ის კოლექციებით შეგიძლიათ განაახლოთ ავეჯი და დეკორატიული ბალიშები, რაც ინტერიერს განსხვავებულ, მდიდრულ და საუცხოო ელფერს შემატებს.

შეაჩერეთ არჩევანი უმაღლეს ხარისხზე და შეიგრძენით კომფორტი ინტერიერში „გალერეა რუმ დიზაინი“-ს დახმარებით. შოურუმში ვიზიტისას, თქვენ მოგემსახურებათ კომპეტენტური დიზაინერი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ინტერიერის შესაფერისი შპალერის, საფარდე ქსოვილის თუ ავეჯის ტექსტილის შერჩევაში. კატალოგებიდან შეკვეთის შემთხვევაში, პროდუქციას პირდაპირ მწარმოებლის ქარხნიდან მიიღებთ, მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში. რაც შეეხება ფარდას, „გალერეა რუმ დიზაინი“-ს კონსულტანტ-დიზაინერი განახორციელებს თქვენთან ვიზიტს, აზომვით სამუშაოებს, შეკერვას, დაუთოებას და მონტაჟის სრულ მომსახურებას.

მოაწყვეთ საცხოვრებელი, აგარაკი, სასტუმრო თუ საოფისე ფართი ფრანგული ელეგანტური სტილითა და ინტერიერის მოსაწყობი მასალებით, რომლებიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშების დონეზეა შექმნილი წამყვანი ფრანგი დიზაინერების გუნდისგან.

[R]

რემონტის გამოცდილება: ანა ლომთაძის რჩევები

The Bow – Foster + Partners-ის ცნობილი პროექტი კანადაში