in ,

გალერისტების სახლები თბილისში – Homeis.ge-ს რჩეული 4 ულამაზესი ინტერიერი

Banner M2
Banner M2

გალერისტის როლი უმნიშვნელოვანესია ხელოვნების სამყაროში. ამ პროფესიის ადამიანები წარმოადგენენ ერთგვარ შუამავალ რგოლს ხელოვანებსა და კოლექციონერებს შორის, რაც საბოლოო ჯამში, ბევრად ამარტივებს სასურველი ხელოვნების ნიმუშის მოძიების პროცესს. გალერისტები გამოირჩევიან განსაკუთრებული ხედვითა და გემოვნებით, სწორედ ეს მნიშვნელოვანი დეტალი აქცევს მათ გალერეებს ასეთ გამორჩეულ სივრცეებად. საინტერესოა, როგორ გარემოში ცხოვრობენ ისინი? ამასთან დაკავშირებით, დღეს ჩვენ თბილისში მოღვაწე 4 გალერისტის ინტერიერს გაგაცნობთ:

1. ბინა ვაკეში – “გალერეა შარდენის” დამფუძნებლის, ხათუნა ჩხეიძის ინტერიერი

ეს არის 1956 წელს აშენებული სახლი და მისი პირველი მფლობელები რეჟისორ რეზო ჩხეიძის დედ-მამა იყვნენ. შემდეგ ბინა შვილსა და შვილიშვილებს გადმოელოცათ და მან თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია დღემდე. დღეს უკვე აქ რეზო ჩხეიძის ქალიშვილი, ხათუნა ჩხეიძე ცხოვრობს.

ნახეთ ინტერიერი სრულად.

2. ბინა ამაღლების ქუჩაზე – გალერეა “ართბითის” თანადამფუძნებლის, ნათია ბუკიას ინტერიერი. 

ამ სახლში ნათია მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. სივრცის საერთო ფართი 280 კვადრატული მეტრია და მასზე დიზაინერმა ნინო ნოზაძემ იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინი პროფესიონალის მიერ არის შესრულებული, აქ თითოეულ დეტალში იგრძნობა მეპატრონეების ინდივიდუალური სტილი და გემოვნება.

ნახეთ ინტერიერი სრულად.

3. ბინა თარხნიშვილის ქუჩაზე, Composition Gallery-ის დამფუძნებლის, კრის გესკიერის ინტერიერი.

ეს არის ელეგანტური ბინა ვერაზე, რომლის ინტერიერზე კრის გესკიერმა თავად იმუშავა. ორიგინალური სტილი, ულამაზესი ფერთა კომბინაცია და მასალების საინტერესო შეხამება განსაკუთრებულ ხასიათს სძენს აქ არსებულ გარემოს.

ნახეთ ინტერიერი სრულად.

4. სახლი სოლოლაკში, გალერეა The Why Not Gallery-ის თანადამფუძნებლის, ელენე კაპანაძის ინტერიერი. 

ეს ზღაპრული საცხოვრებელი სივრცე უხვად არის დატვირთული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით. ამას გარდა, სივრცეში გვხვდება ფერების, ქსოვილებისა და პატერნების სიმრავლე, რომლებიც ისე ოსტატურად არის ერთმანეთთან შეხამებული, რომ ნებისმიერ მნახველს უსაზღვრო ესთეტიკურ სიამოვნებას განაცდევინებს.

ნახეთ ინტერიერი სრულად.

მშრალ კედლებში დაფარული ნამდვილი არქიტექტურა – ინტერვიუ ლევან კალანდარიშვილთან

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსზე მიღება დაიწყო