in

Gallotti & Radice – დიდი ენთუზიაზმით შექმნილი იტალიური ავეჯის ბრენდი

ორი გონება, ერთი ამბიცია და სურვილი, შექმნის, გარდაქმნისა და ინტერპრეტაციის ნება. საერთო გატაცება მინისადმი. ასე დაიბადა იდეების სტუდია და ეს მოხდა 1955 წელს. პიერანჯელო გალოტიმ და ლუიჯი რადიჩემ ჩამოაყალიბეს მხატვრული სივრცე, რომელიც ორიენტირდა შუშის დეკორაციებზე – ასე გაერთიანდა ტრადიცია და ინოვაცია. არსებობის პირველ ეტაპზე ბრენდი აწარმოებდა განათების მოწყობილობებს, სხვადასხვა ტიპის ნივთებს, სარკეებს. რაც მთავარია, ისინი მზადდებოდა ექსკლუზიურად და ხელით.

რაც დრო გადიოდა, ბრენდი იზრდებოდა, ქმნიდა ინოვაციებს და მუდმივად იკვლევდა თანამედროვე ტენდენციებს. ორმა პარტნიორმა გააცნობიერა, რომ მათ სურდათ, უფრო მეტი ეკეთებინათ და გაეფართოვებინათ კოლექციები. ამიტომ ისინი ჩაირიცხნენ მილანში, სამრეწველო ხელოვნების სკოლაში. აქ მათ გაიარეს დიზაინისა და დეკორირების კურსები, დეტალურად გაითავისეს ტექნიკური და დეკორატიული დიზაინის ყველა ასპექტი. სწორედ ასე დაიბადა უნიკალური პროექტი, ახალი გამოწვევა: გალოტი და რადისი.

1971 წელს არქიტექტორმა, ლუიჯი მასონიმ გალოტი და რადისთან თანამშრომლობა გადაწყვიტა მილანში ავეჯის ჩვენებისთვის სხვადასხვა დიზაინების შესაქმნელად. ადამი იყო პირველი მაგიდა, რომელიც შეიქმნა მთლიანად მსუბუქი, გამჭვირვალე, ელეგანტური მინისგან და მან ბრენდს მოულოდნელი წარმატება მოუტანა.

სულ მალე ბრენდი ახალ გამოწვევას შეხვდა: შეექმნათ მაგიდები რომში, ბრიონვეგას მაღაზიისთვის. დიზაინერებმა გამოიყენეს სრულად მინისა და ფოლადის მასალები და შექმნეს მაგიდების ნაკრები, რომლებიც სრულად თანამედროვე ვიზუალით ხასიათდება.

მალევე პირველად პირველად კომპანიამ მიიღო მონაწილეობა სექტორულ სავაჭრო შოუში Sogo Italian Fair, Royal Hotel Osaka, Kyoto. ამას კი მოყვა Mia Da Monza-ს მენეჯმენტის თხოვნა გალოტი და რადისთან, შეექმნათ კალეიდოსკოპის ფორმის ქანდაკება. ეს ფორმა გამოხატავს მშვიდობის სიმბოლოს და მას აქვს სარკისებული ელემენტები, პრიზმები, შადრევნის სცენოგრაფიული ეფექტები.

მალე, პიერანჯელომ და ლუიჯიმ გადაწყვიტეს აეშენებინათ თავიანთი სახლი ლუიჯი მასონის დახმარებით. დღეს ეს შენობა წარმოადგენს კომპანიის სულს: ცარიელი და სავსე სივრცეები, ფერები, სინათლე, გამჭვირვალობა, სიმარტივე და ელეგანტურობა – ასეთია მისი ინტერიერი.

დღესდღეობით Gallotti & Radice-ში სამუშაო არ ხორციელდება უბრალოდ ვინმეს მიერ. დასაქმებულია უაღრესად მაღალი დონის ხელოსნები, ვინც იცნობს მასალას. ესენი არიან შუშის ოსტატები და სტუდენტები, რომლებიც იცავენ ოსტატობის საიდუმლოებას. 

ბრენდი დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდი გაყიდვების მქონე კომპანიად ითვლება როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

SEU-ში, ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსი იწყება!

მოქნილი ინტერიერის 5 თვისება