სამზარეულოს კუნძულის თავზე დამონტაჟებული გამწოვი ინოვაციური და ფუნქციონალური გადაწყვეტაა, რომელიც ერთდროულად აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და ინტერიერის დიზაინს. იგი არ საჭიროებს კედლის გამოყენებას, რაც განლაგებაში ხელს არ გვიშლის და სივრცეს უფრო გახსნილს ხდის. სამზარეულოს კუნძულის თავზე გამწოვის დამონტაჟება მოითხოვს პროფესიონალურ მიდგომასა და შესაბამისი ტექნიკური გათვლების ჩატარებას. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ იმ ძირითად საკითხებს, რაც უნდა გავითვალისწინოთ გამწოვის დასამონტაჟებლად კუნძულის თავზე.
პირველ რიგში, სანამ გადავწყვეტთ გამწოვის დამონტაჟებას, უნდა გავითვალისწინოთ ოთახის ფართობი და გამოვთვალოთ მასში არსებული ჰაერი კუბური მეტრით. ამაზეა დამოკიდებული, თუ რა სიმძლავრის გამწოვის სოკოს დაყენება მოგვიწევს. გამწოვის სოკო, იგივე გამწოვის ძაბრი, მოთავსებულია გამწოვის ზემოთ ამოტრიალებულ მდგომარეობაში და იღებს გამწოვის მიერ გამომუშავებულ ჰაერს.
თუ კუნძული სიგრძეში 2.5 მეტრია, ხოლო სიგანეში 80 სმ ან 1.5 მ-ია, მაშინ სოკო უნდა იყოს კუნძულზე ოდნავ უფრო დიდი. სოკო არის სხვადასხვა ფორმის: მრგვალი, ოთხკუთხედი, მართკუთხედი. მას აქვს ვიწრო თავი, რომელიც შედის მილში. ვიზუალურად სივრცეში ჩანს, თუმცა სხვადასხვა სახით არის გაფორმებული ინტერიერში. როცა კუნძულის თავზე თაბაშირ-მუყაოს ფილა კეთდება, ფილასა და ჭერს შორის არის ადგილი, სადაც წინასწარი მონტაჟდება რკინის კონსტრუქცია, ბრტყელი მილი. ეს არის მართკუთხედი ჰაერგამტარი მილი, რომელიც სიგრძეში 10 სმ-ია, სიგანეში მეტრი. მას უერთდება მრგვალი მილი 50-50 სმ-ზე, რომელიც შემდგომ უერთდება სოკოს. სოკოდან ამომავალი ჰაერი გადაეცემა მრგვალ მილს და ადის მართკუთხედ მილში. მართკუთხედი მილი გვჭირდება, რომ ჭერის სიმაღლის ჩამოწევა თავიდან ავირიდოთ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გავიგოთ, საიდან იღებს ჟანგბადს გამწოვი და საიდან იტყორცნის მას. ამაზე იქნება დამოკიდებული მილების განლაგება, რომ არ შეიქმნას ვაკუუმი. წინასწარ უნდა გავთვალოთ თუ რა დიამეტრის ჰაერსატარები უნდა დამონტაჟდეს, რომ წარმოქმნილ წინაღობებს გაუმკლავდეს და გამართულად იმუშაოს.
თუკი გამწოვის ჩაშენება კუნძულის ზედაპირზე გსურთ, რემონტის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ საჭიროა ელექტრო გაყვანილობა, რათა იმუშაოს გამწოვის აგრეგატმა. არსებობს შიდა და გარე აგრეგატი, რომლებიც განსხვავდება სიმძლავრის მიხედვით. თუ გამწოვმა უნდა აიღოს წუთში 64 კუბი, მაშინ გამოიყენება შიდა აგრეგატი, რომელიც დგება მილშივე. მეორენაირი, გარე აგრეგატი, რომელსაც ლოკოკინასაც ეძახიან, მოთავსებულია გარე სივრცეში და არის უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე შიდა აგრეგატი.
რაც შეეხება სიმაღლეს, ეს არის ინდივიდუალური საკითხი, რაც დამოკიდებულია იმაზე, ბინა მაღალჭერიანია თუ დაბალჭერიანი. თუმცა, გამწოვი უნდა დამონტაჟდეს საკმარისად მაღლა, რათა ხელი არ შეგვიშალოს საჭმლის მომზადების პროცესში, თუმცა, არა იმდენად მაღლა, რომ მისი ეფექტურობა შემცირდეს.
გასათვალისწინებელია ოთახში არსებული ჭერიც, რომელზეც გამწოვის დამაგრება გსურთ. არ არის რეკომენდებული გასაჭიმი ჭერი, უმჯობესია ჭერი იყოს მუყაოს ან თაბაშირის. გარდა ამისა, უნდა შევარჩიოთ ხარისხიანი ანკერი. ანკერი არის დამხმარე საშუალება, რომელიც შედის კედელში და ითავსებს სოკოს დაჭერის მოვალეობას. ანკერი არ უნდა იყოს პლასტმასის, რომ თავიდან ავიცილოთ, მოწყობილობის ჩამოვარდნა.
აღსანიშნავია, რომ ხმაურის ასარიდებლად, სოკოს საიზოლაციო მასალით ფუთავენ, რაც ხმას აქრობს და ზედმეტი კონდენსატის გამოყოფისგანაც იცავს.