in

გარემოსდაცვითი მიზნების გათვალისწინებით განახლებული სახლი შვედეთში

Banner M2
Banner M2

ეს პატარა ვილა, რომელიც 1979 წლით არის დათარიღებული შვედეთის პატარა ქალაქში მდებარეობს და მისი რენოვაცია გარემოსდაცვით მიზნებზე დაყრდნობით განხორციელდა. თანამედროვე და ენერგოეფექტურ სახლში ელეგანტური ინტერიერის შესაქმნელად ბუნებრივი მასალებია გამოყენებული.

საცხოვრებელი 2015 წელს გარემონტდა და მიზანი ფუნქციონალური სახლის შექმნა იყო. რენოვაციის პროცესში სახლი ყველაფერი ზედმეტისგან გაათავისუფლეს.

მთელ ინტერიერში, სიცოცხლისა და სითბოს შემოსატანად გამოყენებულია შრეებიანი ფიცრები, რომლებიც ბეტონთან საინტერესო კონტრასტს ქმნის. თბილი ხე, მცირე რაოდენობის მასალა და მონოქრომული ფერთა პალიტრა მთლიანობაში სახლში მშვიდ და ელეგანტურ ატმოსფეროს აყალიბებს.

პირველ სართულს აქვს ნახევრად ღია დაგეგმარება, რომლის ცენტრშიც სამზარეულოა მოთავსებული.

მისაღები ოთახი აღჭურვილია მასალების შესანიშნავი შერწყმით — დიდი ხალიჩა, ხის კედლები და ჭერი, ბეტონის იატაკი.

მთავარი საძინებელიც პირველ სართულზეა განთავსებული. ერთი კედელი მთლიანად ღია კარადების სისტემით არის შევსებული, ხის ჭერი კი ოთახს სითბოს მატებს. გასაგორებელი კარები გარე ტერასაზე წვდომის საშუალებას იძლევა.

სარდაფის სართულს აქვს საკუთარი შესასვლელი და მისამართი — ასე რომ, ის შეიძლება გასაქირავებლად იქნას გამოყენებული. ამ სივრცეს ასევე აქვს სამზარეულო, აბაზანა და მისაღები ოთახი.

სამზარეულოსა და საცხოვრებელი ფართის გვერდით სარდაფის სართულზე არის სამი საძინებელი. ერთ-ერთი მათგანი ახლა სახლის ოფისად გამოიყენება.

იატაკის სხვადასხვა საფარის გადაბმები – რა უნდა ვიცოდეთ?

სამზარეულოს ოპტიმალური ზომები – რა უნდა გავითვალისწინოთ მისი დაპროექტებისას