in

21 სექტემბერს AT Architect-ის ორგანიზებით დიზაინ ინსტიტუტში განათების დღე გაიმართება

„განათება, როგორც ცხოვრების მდგრადი წყარო”

21 სექტემბერს, დიზაინ ინსტიტუტში, AT Architect-ის ორგანიზებით საქართველოში პირველად განათების დიზაინის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მთავარი მიზანია, ქართული ბიზნეს სექტორისა და დამსწრე საზოგადოებას გააცნოს, თუ რა გავლენა და მნიშვნელობა აქვს სწორად დაგეგმარებულ, მდგრად განათებას და განათების დიზაინს როგორც დიზაინსა და არქიტექტურაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ღონისძიებაზე გამომსვლელები თემის — „განათება, როგორც ცხოვრების მდგრადი წყარო”-ს შესახებ ისაუბრებენ და მსმენელს სხვადასხვა საინტერესო პრეზენტაციას წარუდგენენ. მომხსენებლებს შორის არის ორი მოწვეული საერთაშორისო განათების დიზაინერიც: ლორენცო ბრუსკალიონი თემით – „განათების დიზაინი -წარმატებული პროექტის გასაღები” და კატია კოლოვეა, რომელიც ისაუბრებს თემაზე — „როგორ გარდაქმნის სინათლე სივრცეს და ადამიანის გამოცდილებას.”

აღსანიშნავია, რომ ლორენცო ბრუსკალიონი იტალიის განათების დიზაინერთა ასოციაციის წევრი, IED-ის განათების კურსის პროფესორი და მრავალი საინტერესო პროექტის ავტორია. ხოლო კატია კოლოვეა ლონდონში მოღვაწე ბერძენი განათების დიზაინერი და გლობალური „Women in Lighting“-ს გუნდის წევრია. კატიას უთანამშრომლია არაერთ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ პროექტზე და ისეთი ბრენდებთან, როგორიცაა მაგალითად, Dior.

“არქიტექტურული კომპანია AT Architect-ის დაარსების მთავარი მისია არის საქართველოში ევროპული განათების დიზაინის სტანდარტების შემოტანა და დამკვიდრება. სწორედ ამ მისიის ნაწილია ეს პირველი ღონისძიებაც, რომ ხელი შევუწყოთ განათების დიზაინის შესახებ ცნობიერების ამაღლებას”, ­— აცხადებენ AT Architect-ში.

ღონისძიების მხარდამჭერია: იტალიის საელჩო, დიზაინ ინსტიტუტი, IED, ჭკვიანი სახლი, homeis.ge, სასტუმრო Castor & Pollux;

ღონისძიებას დაესწრებიან: იტალიის და საბერძნეთის ელჩი, არქიტექტორები, ინტერიერის დიზაინერები და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ 16 სექტემბრამდე დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე.

ხარისხიანი სამზარეულოსათვის საჭირო მახასიათებლები

ეკლექტური ინტერიერი ბარსელონაში