in

განათების ორგანიზების წესები შემოსასვლელში

დღეს მოგიყვებით შემოსასვლელში განათების განაწილების შესახებ. არსებულ დიზაინერულ ხერხებზე, სანათების განთავსების სქემებსა და მათ სახეობებზე.

შემოსასვლელი, როგორც წესი, ბინის პატარა და გაუნათებელი სივრცეა. ხშირად ეს არის უფანჯრო ზონა. ამას ემატება სათავსოებისა და სარკის მოწყობის აუცილებლობა. ამიტომაც აქ  მთავარი ამოცანა ბუნებრივი შუქის კომპენსირება, ფართის ვიზუალური გაზრდა და მოწესრიგებისთვის მოხერხებული გარემოს შექმნაა.

ძირითადი წესები

თავდაპირველად მზადდება დიზაინ-პროექტი და მხოლოდ შემდგომ ყენდება განათება. მიმდევრობა სწორედ ასეთია, რადგან სანათების განლაგება ავეჯისა და აქსესუარების განლაგებაზეა დამოკიდებული.

შუქი უნდა იყოს მკაფიო, რათა სარკეში საკუთარი თავის ხილვა, ტანსაცმლისა და აქსესუარების შეხამება, ასევე პატარა ნივთების მოძებნა ადვილად შევძლოთ. პატარა და ვიწრო შემოსასვლელის გასანათებლად LED-ლენტები, სფოთები და წერტილოვანი სანათები გამოდგება. თუ მოცულობა საშუალებას იძლევა, ცენტრალურ წერტილად ჭაღის ან ბრას გამოყენება შეიძლება.

თუმცა, აქ სიფრთხილეა საჭირო, რადგან დაკიდებული სანათები და ჩამოკიდებული ბრა შესაძლებელია პროპორციების დამრღვევად მოგვევლინოს და ისედაც პატარა სივრცე კიდევ უფრო დაამძიმოს.

ხარისხიანი განათების მისაღებად, სანათი წერტილების რაოდენობა, ჯერ კიდევ რემონტის ეტაპზეა გასათვალისწინებელი. რამდენიმე განათების წყარო სხვადასხვა დონეზე უნდა იყოს. უმჯობესია „მთავარი და დამხმარე“ სქემის გამოყენება. თუ კორიდორი გრძელია, თავში და ბოლოში ორი რევერსული ჩამრთველია საჭირო.

განათების ორგანიზება, ყველაზე მარტივი მოჭიმულ ჭერზეა. უკანასკნელი აბსოლუტურად სწორ ზედაპირს ქმნის, მარტივი მოსავლელია და გამძლეა. ასეთ ჭერში სანათების ჩაშენება მარტივია. თუ პრიალა ზედაპირს ავირჩევთ, ის სინათლეს რბილად აირეკლავს და ჭერის სიმაღლის ილუზიას შექმნის.

კარგია თუ შემოსასვლელში ბუნებრივი განათება ხვდება. კერძო სახლში ამის საშუალებას ხშირად  თვით არქიტექტურა იძლევა. ქალაქის ბინაში კი განათების წყაროდ ოთახშორისი შუშის ჩანართიანი კარი შეიძლება გამოდგეს.

Santa & Cole – დიზაინის ბრენდი ესპანური ესთეტიკით

ერთოთახიანი მაგიური სახლი ლოს-ანჯელესში – ByBen & Skeens-ის ნამუშევარი