in

განათების როლი ინტერიერში

ოდესმე თუ შეგიმჩნევიათ, თუ როგორ მოქმედებს განათება ჩვენს ცხოვრებასა და ხასიათზე? ხშირად, სახლის მოწყობის დროს განათებაზე ზრუნვას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რეალურად კი სწორად შერჩეული განათების გარეშე გამართულად ვერ იმუშავებს სახლის ვერცერთი სხვა კომპონენტი.

სახლის აშენების,მოწყობისა თუ გარემონტების პროცესი მოითხოვს სხვადასხვა ელემენეტების ერთმანეთთან დაკავშირებას, რადგან საბოლოოდ მივიღოთ იდეალური შედეგი, განათების უგულვებელყოფით კი ინტერიერში სრულყოფილების მიღწევა ხშირად შეუძლებელია

რა როლს თამაშობს განათება სახლის დიზაინში და რა თვისებებს სძენს ის ჩვენს საცხოვრებელ გარემოს?!

სივრცის დიზაინის შექმნისას,ისევე როგორც რემონტისას საჭიროა განათების თავიდანვე განსაზღვრა, თუ რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს იგი, სად უნდა დამონტაჟეს და  როგორი ტიპის განათება უნდა იყოს.

განსხვავებული მიდგომებია საჭირო, როდესაც სხვადასხვა დაწესებულებებთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ოფისის სივრცეში განათებამ საჭიროა შემქნას მუშაობის ატმოსფერო, რომ ადამიანები იყვნენ ფხიზლად და არ მოდუნდნენ. იდეალურ შემთხვევაში საჭიროა, რომ შუქი დარეგულირდეს გარე სინათლესთან მიმართებაში.

როდესაც ჩვენი დავალება სახლის გადაკეთება და მოწყობაა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ცალკეული ოთახების ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინება. სამზარეულო და სამუშაო ოთახი მოითხოვს ძალიან ნათელ, მკაფიო განათებას, სადაც მარტივად არჩევ ფერებსა და ტონალობებს. ხოლო, მისაღებ ოთახში გვჭირდება მშვიდი და თბილი განათება, სადაც თვალსა და სხეულს დასვენებისა და განტვირთვის საშუალება მიეცემა.

მნიშვნეოვანია, ასევე, შემოსასვლელში არსებული განათების როლი. შემოსასვლელი ოთახი წარმოადგენს სივრცეს, რომელსაც ადამიანი ბუნებრივი მზის სინათლიდან შემოყავს ხელოვნურ განათებაში, ამიტომ სახლის ამ ნაწილში საჭიროა გარდამავალი განათების დამონტაჟება, რაც თვალს სახლის სივრცეში მხედველობის ინტეგრირებას გაუადვილებს.

სასურველია, რომ საძინებელ ოთახში განათება არ იყოს მძიმე, არამედ ძალიან რბილი და მშვიდი, რადგან ძილის წინ ადამიანი დაძაბულობისგან დაიცალოს.

რადგან აბაზანა ყველაზე იზოლირებულია გარე სინათლისგან აუცილებელია მასში ნათელი და მკაფიო განათების შემოტანა. ამასთან ერთად, სივრცის გასალამაზებლად კარგი იქნება სხვადასხვა მცირე ზომის თბილი განათებების დამონტაჟება.

არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს ლოკალური განათებების გათვალისწინება სხვადასხვა სივრცეებში, განსაკუთრებით საცხოვრებელ სახლებში. ლოკალური განათებების კარგი მაგალითებია მაგიდის სანათი, კედლის მცირე ზომის განათებები, ისინი ქმნიან მშვიდ და ძალიან მყუდრო გარემოს, რაც ასევე ადამიანებს დასვენების საშუალებას აძლევს.

ძალიან ხშირია, როდესაც ავიწყდებათ ფერებისა და განათების ურთიერთქმედების გათვალიწინება. როდესაც სახლის კედლების ფერს ვირჩევთ აუცილებელია განვსაზღვროთ განათების ტონალობასთან გადათამაშება, რადგან მათი სინთეზით მივიღოთ ყველაზე სასურველი შედეგი.

აღსანიშნავია, რომ აუცილებელია ბუნებრივი მზის შუქი მაქსიმალურად მოვიხმაროთ ჩვენს ცხოვრებაში. მზის დახმარებით, ადამიანის გონება უფრო კარგად ფუნქციონირებს და მეტად ენერგიულია.  ბუნებრივი განათება საჭიროა სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში, რადგან კონცენტრაციის უნარი მოსწავლეებს მეტად განუვითარდეთ.

განათებას აქვს ასევე ძალიან მნიშნელივანი თვისება. მას შეუძლია სივრცის მოცულობის გადიდება და დაპატარავება. განათებისგან გაჩენილი ილუზიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ყოველდრღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში.

 

Amanjena – სასტუმრო მარაკეშში

ორიგინალური წიგნების მაღაზია ჩინეთში