in

5 გარე ავეჯისა და აქსესუარის ელემენტი, რომლებზეც წელს განსაკუთრებით შეყვარებული ვართ

ექსტერიერის კეთილმოწყობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კერძო სახლი აქვს ეზოთი. მით უმეტეს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, მაშინ როდესაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ უხვად დატკბნენ დღის სინათლით, სუფთა ჰაერზე ყოფნით და ბუნებასთან სიახლოვით. ამისათვის კი აუცილებელია ბაღის შესაბამისად მოწყობა და ავეჯის იმ ელემენტების განთავსება, რომლებიც ეზოს ფუნქციონალურობას, კომფორტს და ესთეტიკას გააუმჯობესებს და ექსტერიერს განსაკუთრებულ მიმზიდველობას შემატებს. დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ ავეჯისა და აქსესუარების იმ მოდელებს, რომლებიც წელს განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს და ჩვენი დიდ მოწონებას დაიმსახურა.

Bloomingville-ის მოწნული დივანი

Bloomingville-ის მოწნული დივანი, რომელსაც რბილი და მოსახერხებელი დასაჯდომი აქვს, იდეალურია კომფორტული კუთხის მოსაწყობად და ექსტერიერის გასალამაზებლად. მოწნული ელემენტები, რომლებიც ჭილოფის იმიტაციას ქმნის, გარე სივრცეს ორგანულად ერწყმის და ბუნებასთან კავშირს ამძაფრებს, ხოლო რბილი ტექსტურა მის ფუნქციონალურობას აუმჯობესებს. Bloomingville-ის მოდელი, რომელიც ხარისხითა და მდგრადობით არის გამორჩეული, ამასთანავე საკმაოდ პრაქტიკულია, რადგან ის შეგიძლიათ მოათავსოთ როგორც სასადილო კუთხეში, ისე მოსასვენებელ სივრცეში და დატკბეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ყოფნით.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Bloomingville-ის მოწნული სკამი

ჩვენი სიყვარული Bloomingville-ის კიდევ ერთმა მოდელმა — მოწნულმა სკამმა დაიმსახურა, რომელიც ადვილად გადასაადგილებელია, მისი დახმარებით შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ გარე სივრცის განლაგება და მას მეტი მრავალფეროვნება შემატოთ. ასევე, შექმნათ კომფორტული კუთხე, რომელიც დასვენებისთვის, სამუშაოდ თუ საყვარელ ადამიანებთან დროს გასატარებლად იქნება ხელსაყრელი. ამას გარდა, ხის ტონალობის მოწნული დეტალი ბუნებასა და სიმწვანეს იდეალურად ერწყმის და ექსტერიერში დამატებითი ბუნებრივი ესთეტიკა შეაქვს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Bloomingville-ის ჭილოფის მრგვალი მაგიდა

კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც Homeis.ge-ის გუნდი გირჩევთ, რომ გამოვიყენოთ, Bloomingville-ის ჭილოფის მცირე ზომის მრგვალი მაგიდაა, რომელიც მარტივად მოთავსდება ექსტერიერის ნებისმიერ კუთხეში და მოხდენილობასა და მიმზიდველობას შემატებს მას. Bloomingville-ის მაგიდა, რომელიც აუცილებელი ფუნქციური ელემენტია კომფორტული გარე სივრცის მოსაწყობად, შეგიძლიათ როგორც წასახემსებლად, ისე სამუშაოდ გამოიყენოთ. ამასთანავე, ჩვენი აზრით, მთავარი აქცენტი სწორედ მოწნულ მასალაზე უნდა გავაკეთოთ, რადგან ამგვარი დიზაინი განსაკუთრებით უხდება ექსტერიერს.

 

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Hkliving-ის ფერადი ნაჭრის ქოლგა

ჩვენი კიდევ ერთი რჩეული პროდუქტი Hkliving-ის საჩრდილობელი ქოლგაა — ბაღის ერთ-ერთი ყველაზე ფუნქციური და პრაქტიკული ელემენტი, რომელიც სიცხისგან გვიცავს და ბუნებაში სრულფასოვანი დასვენებისა და განტვირთვისთვის საჭირო პირობებს გვიქმნის. ჩვენ უპირატესობას ფერადი ტექსტურის მქონე ნაჭრის ქოლგას ვანიჭებთ, რომელიც გარდა იმისა, რომ იდეალურად შეასრულებს თავის დანიშნულებას, ექსტერიერს გაალამაზებს და ფერადოვნებას შესძენს გარე სივრცეს, რაც სასიამოვნო განწყობას განაპირობებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Bloomingville-ის ნაჭრის ჰამაკი

ჩვენში დიდი სიყვარულით სარგებლობს Bloomingville-ის ერთ-ერთი გამორჩეული აქსესუარი — ჰამაკი, რომელიც ექსტერიერის მნიშვნელოვანი დანამატია, რადგან ის მაცხოვრებლებს დასვენებასა და განტვირთვას სთავაზობს და ბაღში გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის. ასევე მაქსიმალურად ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და იდეალურ ადგილს უზრუნველყოფს როგორც დასაძინებლად, ისე წასაკითხად ან მუსიკის მოსასმენად. ამას გარდა, Bloomingville-ის დახვეწილი ტექსტურა ჰაეროვნებასა და ჰარმონიას მიანიჭებს თქვენს ბაღს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

ბინა ლურჯი იატაკით

Parquet Gallery — ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებული მრავალფეროვანი პარკეტის კომპანია ქართულ ბაზარზე