in

ადგილობრივ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული სახლი ავსტრალიაში

Alliance Group
Alliance Group

ავსტრალიაში მდებარე ამ სახლის ინტერიერის დიზაინი ეხმაურება ადგილობრივ გარემოსა და საზოგადოებას, 1980-იანი წლებში აშენებული საცხოვრებლის პირვანდელ სახესა და აქ მცხოვრები ადამიანების შინაგან სამყაროს. დიზაინის გადაწყვეტები თითოეულ ამ კონტექსტს ითვალისწინებს. დამკვეთის სურვილი თავდაპირველი შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის მახასიათებელთა დიდი ნაწილის შენარჩუნება იყო.

მნიშვნელოვანი დეტალი იყო ორიგინალური ხის ნაკეთობების, კონკრეტულად ჭერისა და კოჭების გამოკვეთა, ასევე ჩრდილოეთით მიმართული ფანჯრები, რომლებიც ადგილობრივი ლანდშაფტისა და აუზის ხედებს უზრუნველყოფს. ეს ორიგინალური ელემენტები ქმნის კონტექსტს და საყრდენ წერტილს რენოვაციის ფარგლებში შეტანილი თანამედროვე ცვლილებებისთვის. მასალები, რომლებიც თავდაპირველი სტრუქტურის ისტორიას ასახავს, პრაქტიკულობისთვის და დამამშვიდებელი ეფექტის შესაქმნელად შეირჩა. კირქვის იატაკი, რომელიც გამოყენებულია როგორც ინტერიერში, ასევე გარეთ, პრაქტიკული და, ამავდროულად, ლამაზია.

ადგილობრივი ლანდშაფტის გათვალისწინებამ, ორიგინალურმა სტრუქტურამ და სახლში მცხოვრები ადამიანების მოთხოვნებმა მართლაც უნიკალური და ინდივიდუალური დიზაინის შექმნა განაპირობა. ამ კრიტიკული ფუნდამენტური ელემენტების გათვალისწინებით, პროექტი, ტენდენციებთან შესაბამისობის ან რაიმე ნორმების დაცვის ნაცვლად, ადგილობრივი გარემოს გათვალისწინებით არის შექმნილი.

 

არქიტექტურული ფირმა: Project Now

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

5 მიზეზი უსადენო მტვერსასრუტის შესაძენად

მარადიული ელეგანტურობის სურვილით შექმნილი დიზაინი — ინტერვიუ ილია ზაქარაიასთან