in

გასაგორებელი კარი თანამედროვე ინტერიერში

გასაგორებელ კარებთან ყველაზე გავრცელებული ასოციაცია, ალბათ, იაპონური მობილური კედლებია, რომელსაც „შოჯი“ ეწოდება.

ამომავალი მზის ქვეყანაში პირველი შოჯი დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200 წელს გამოჩნდა. ის ხის ჩარჩოსა და მასში გადაჭიმული ქაღალდისგან მზადდებოდა (რადგან ხე დეფიციტური მასალა იყო) და სახლის უზარმაზარი სივრცეების ოთახებად და დერეფნებად დასაყოფად გამოიყენებოდა.

ევროპის ტერიტორიაზე მაცხოვრებლები გასაგორებელი კარებისთვის ხის გამოყენებას ამჯობინებდნენ. აზიის ქვეყნებში კი შოჯის ანალოგები ქვისგან იქმნებოდა.

რისგან მზადდება დღეს გასაგორებელი კარი?

ყველაზე ხშირად, გასაგორებელი კარი სხვა მასალებთან ერთად, ხის პანელებისგან მზადდება. მაგალითად, ხის ჩარჩოს დასამზადებლად გამოიყენება მერქანბურბუშელას ან მერქანბოჭკოვანი ფილა, რომელსაც ფანერის ფირფიტას აკრავენ. არანაკლებ პოპულარულია ხისა და მინის კომბინაცია.

სრულად შუშის კარების დამზადებაც შესაძლებელია, მათ ხის ჩარჩოც კი არ სჭირდება, თუმცა, ამ შემთხვევაში მინა საკმარისად მკვრივი უნდა იყოს — სისქე არანაკლებ 8 მმ-ისა.

გასაგორებელი კარების ტიპები

არსებობს გასაგორებელი კარების მრავალი სხვადასხვა ტიპი, რომელსაც დღეს მოკლედ განვიხილავთ.

შოჯი

ტრადიციული იაპონური გასაგორებელი კარი ხის ჩარჩოსგან და მინის, ქაღალდის, ქსოვილის ან ხის თხელი ფენისგან შედგება. ყველაზე ხშირად ჩარჩო მუხისგან ან წიფლისგან მზადდება. თუ ჩარჩო ფიჭვისაა, ის, როგორც წესი, შეფერილია, რათა უფრო მუქ ხეს დაემსგავსოს.

შოჯი დღემდე გამოიყენება დიდი ოთახების ზონირებისთვისა და სიმყუდროვის შესაქმნელად. გასაგორებელი კარის ეს მოდელი ასახავს იაპონიის ელეგანტურ კულტურას, ასევე ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტას, რომელიც თანამედროვე საოფისე სტილსაც კი უხდება.

ბეღელის კარი

ბეღლის მსგავსი კარი — ახალი ტენდენცია ოქროს ციებ-ცხელებისა და კოვბოების ქვეყანაში.

ასეთი კარები საუკეთესოდ გამოიყურება ლოფტის სტილში, რადგან შეერთებულ შტატებში დიდი დეპრესიის დროსაც კი ფერმის კარმა ფესვი გაიდგა ყოფილი ქარხნების მიტოვებულ და ნაკლებად თბილ შენობებში.

ხისგან, მერქანბუბუშელას ფილებისგან და შუშისგან დამზადებული კარები

სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი ხისგან დამზადებული მყარი პანელები იწონის უფრო მეტს, უფრო რთული დასამონტაჟებელია, მაგრამ ბლოკავს ხმაურს უფრო მეტად, ვიდრე მერქანბურბუშელას ფილებისგან ან პლასტმასისგან დამზადებული მოდელები.

შუშის ვარიანტი მოითხოვს წონის დამატებით გამოთვლებს, თუმცა, ეს პრობლემა არ იქნება, რადგან ნებისმიერი ასეთი კარი სპეციალისტის მიერ უნდა დამონტაჟდეს.

კარი-ფანჯარა

ჰოლივუდური ფილმების ძვირადღირებული ვერსია უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე შეიძლება ჩანდეს. ეს იდეალური გადაწყვეტაა, თუ ოთახიდან ბაღში გასვლაა შესაძლებელი. ასეთ კარებს ორმაგი მინის ფანჯრების ყველა უპირატესობა გააჩნია.

კარი-ფანჯარა შეიძლება დამონტაჟდეს როგორც ჩვეულებრივი გასაგორებელი კარები, ან დაპროექტებული იყოს როგორც კასკადური მოდელი დამონტაჟებისას.

მათი აღჭურვა შესაძლებელია საკეტით, რათა ეზოში გასასვლელი ორმაგად უსაფრთხო გახდეს.

კასკადური კარები

კარების თითოეულ წყვილს აქვს საკუთარი რელსები — ასე რომ, გახსნისას, ჩარჩოები ერთმანეთის მიყოლებით მოძრაობს, ქმნის „კასკადს”. გასაგორებელი კარების ეს დიზაინი ცვალებადობას, დინამიკას და მოცულობასაც კი მატებს ოთახს, მაგრამ არ არის შესაფერისი საშუალო და უკიდურესად მცირე ფართებისთვის.

კასეტური კარები

ასოციაცია აუდიო ან ვიდეო კასეტასთან სწორია. მთავარი განსხვავება ზემოთ აღწერილი კარებისგან არის კარისთვის „სახლის” არსებობა — გაღებისას ის კედელში იმალება. ეს მიდგომა აქტუალურია, როდესაც საქმე პატარა შიდა ღიობებს ეხება.

აკორდეონი

როგორც წესი, ეს მოდელი 10 სმ-ის სიგანის ვერტიკალური სეგმენტებისგან შედგება და ტროლეიბუსის კარის მსგავსად იკეცება. მოძრაობა ბორბლის დახმარებით ხორციელდება. ასეთი კარი ორიგინალური და კომპაქტურია.

წიგნი

თუ აკორდეონის კარი ზოგჯერ ჟალუზებს ჰგავს, მაშინ წიგნის მსგავსი მოდელი ხშირად შირმას ან აღმოსავლურ ფანჯრებს მოგაგონებთ. ის შეიძლება თანაბარი ან არათანაბარი სეგმენტებისგან შედგებოდეს.

ასეთი კარი საკმაოდ დინამიკურია და მას ინტერიერში ხალისი შემოაქვს, მაგრამ ის დიდ ადგილს მოითხოვს და არ არის შესაფერისი ვიწრო ღიობისთვის.

რუბრიკის წარმდგენია კარების კომპანია გაბილდი 

ლუის კომფორტ ტიფანი — ადამიანი, რომელმაც მინა ხელოვნებად აქცია

ბინა თბილისში ბეტონის ელემენტებითა და მკვეთრი ფერის აქცენტებით – დეა მამაიაშვილის ნამუშევარი