in

გასაჭიმი ჭერის ძლიერი და სუსტი მხარეები

IPS
IPS

ჭერის ზედაპირის ბევრნაირი მოპირკეთება არსებობს, ერთ-ერთი მათგანი გასაჭიმი ჭერია. ის სწრაფად დგება, ზედაპირის განსაკუთრებულ მომზადებას არ საჭიროებს და ამასთან მომხიბვლელიცაა. მისი მონტაჟი საკმაოდ მარტივია და დამოუკიდებლად დაყენება შესაძლებელია. დღეს გასაჭიმი ჭერის ორ ტიპზე მოგიყვებით, ასევე მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს განვიხილავთ.

გასაჭიმი ჭერის სახეობები

ერთი შეხედვით, ყველა გასაჭიმი სისტემა ერთიდაიგივე შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა, ეს ასე არ არის. მსგავსი სამაგრების მიუხედავად, მოსაჭიმი ტილო სხვადასხვაგვარია. მისი ტიპიდან გამომდინარე, ფიქსაციის მეთოდი და მონტაჟის ტექნოლოგია განსხვავებულია. დღეს ჩვენ ორ ძირითად მასალას განვიხილავთ.

ნაჭრის

მოსაჭიმად მაღალი სიმტკიცის, პოლიურეტანით გაჟღენთილი პოლიეთერის ან პოლიესტერის სინთეტიკური ნაჭერი გამოიყენება. წარმოების ტექნოლოგია მხოლოდ გლუვი ზედაპირის მქონე მასალას იძლევა, სამაგიეროდ, მისგან ძვირფასი ზედაპირების საკმაოდ ხარისხიანი იმიტაცია კეთდება. მისგან ორფენიან ტილოებსაც ამზადებენ. ამ შემთხვევაში სინთეტიკურ საფუძველზე დეკორატიულ ფენას ამაგრებენ.

ტილოს მასალებს სხვადასხვა მოპირკეთებით უშვებენ. ისინი შესაძლებელია იყოს თეთრი ან ფერადი. ფერადის შემთხვევაში, მათი ოცამდე ელფერი არსებობს. შესაძლებელია ფოტობეჭდვის დატანაც (თუმცა, ეს უკვე მოძველებული მეთოდია). დეკორის კიდევ ერთი ვარიანტია გამჭვირვალე ნაჭერი, რომლის ქვეშაც სანათებია მოთავსებული. თუმცა, მათი მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ძველი საფარი უნდა მოიხსნას და ახალი გაიკრას.

ძლიერი მხარეები

  • კოჭის სიგანე 510 სმ-ია, ამიტომაც მოპირკეთება უმეტეს შემთხვევაში გადაბმის გარეშეა შესაძლებელი;
  • ზოგავს ოთახის სიმაღლეს. სწორი გეომეტრიის შემთხვევაში მონტაჟისთვის მხოლოდ 15 მმ-ია საჭირო;
  • სიმტკიცე. ტილოს მიზანმიმართულად დაზიანება შესაძლებელია, შემთხვევით კი არა. ის საკმაოდ სერიოზულ მექანიკურ დაზიანებებს უძლებს;
  • გამტარობა. სპეციალური საჟღენთი მასალის წყალობით მასალა წყალს, ჰაერსა და ჭავლს კარგად ატარებს. ეს კონსტრუქციას „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს;
  • „სამუშაო“ ტემპერატურების ფართო დიაპაზონი. ის +80 დან -40 გრადუსადეა. ეს  მის ისეთ შენობებში გამოყენებას საშუალებას იძლევა, რომელიც არ თბება ან ზაფხულში ძალიან ცხელდება, მაგალითად სხვენი;
  • ცეცხლმედეგობა. მასალა სპეციალური ნივთიერებით მუშავდება. არ იწვის და არ ბოლავს;
  • ანტიბაქტერიული ეფექტი. ბაქტერიები და ობი სინთეთიკური ზედაპირების ბოჭკოებზე არ ცხოვრობს;
  • მარტივი მონტაჟი;

სუსტი მხარეები

  • დემონტაჟის შემდგომ ნაჭრის ხელმეორედ გამოყენება შეუძლებელია;
  • ეშინია ნესტის. არ არის რეკომენდებული მაღალი ტენიანობის ოთახებში გამოყენება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ბინძური ლაქების გაჩენა. სპეციალური გაჟღენთვის მიუხედავად, ტილოს რეცხვა არ შეიძლება. შესაძლებელია მისი მხოლოდ მშრალი წმენდა. მეზობლიდან ჩამოსულ წყალს ის ვერ შეაკავებს;
  • ნაჭერი სუნებს იწოვს. მათი მოშორება უკიდურესად ძნელია, ამიტომ მოწევა ასეთ ოთახებში არ არის რეკომენდებული;
  • ოთახში, რომლის სიგანე 5 მ-ზე მეტია, გადაბმის ადგილი გაჩნდება.

პოლივინილქლორიდის ფირფიტა

ის სხვადასხვა სისქის არსებობს. არაკეთილსინდისიერ მწარმოებელს შეუძლია იაფი, ტოქსიკური მასალების გამოყენება. ასეთი ფირფიტა გახურების დროს ტოქსიკურ აირებს გამოყოფს, ხოლო მისი მონტაჟის შემდგომ არასასიამოვნო მკვეთრი სუნი დგება. ასეთი არასასიამოვნო შედეგის ასარიდებლად ყიდვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მწარმოებლის სოლიდურობას ენიჭება;

ამ მასალას სხვადასხვა ფერში უშვებენ. ანსხვავებენ გლუვ, პრიალა, სინთეტიკურ და სარკისებრ ფირფიტებს. შესაძლებელია ფოტოპრინტის გამოყენება, თუმცა ის უკვე არააქტუალურია.

ძლიერი მხარეები

  • წყალგაუმტარობა. მეზობლებისგან ჩამოსული წყლისგან ის გაიწელება და მთლიანად შეაკავებს მას. მოგვიანებით კი პირვანდელ ფორმას სრულად დაუბრუნდება;
  • მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობა. დემონტაჟის შემდგომ მისი ხელმეორედ გამოყენებაა შესაძლებელი;
  • მარტივი მოსავლელი. შესაძლებელია სველი და მშრალი წმენდა. ჭუჭყი, საპნიანი წყლით, ადვილად შორდება. აგრესიული ქიმიის გამოყენება არ შეიძლება;
  • მასალისა და მისი მონტაჟის დაბალი ფასი;

სუსტი მხარეები

  • ბასრი საგნებისადმი მაღალი მგრძნობელობა. თუ მას ბასრ საგანს გამოსდებთ, ის ადვილად დაზიანდება. შამპანიურის საცობის მოხვედრითაც კი შესაძლებელია მარტივად გაფუჭდეს;
  • მისი მაქსიმალური სიგანე 3 მეტრია. ამგვარად დიდ ოთახებში 2-3 გადაბმა გაჩნდება;
  • „სამუშაო“ ტემპერატურის მოკლე დიაპაზონი. -5 გრადუსზე ის ხისტი ხდება, იბზარება და სტრუქტურა ეშლება. ამიტომ მას  სეზონურ საცხოვრებელ სახლებში არ იყენებენ. მაღალი ტემპერატურა მასალას არბილებს, ის მოცულობაში იზრდება. ძლიერი გაცხელებით ფერს იცვლის. მაგალითად, ლამფების ახლომდებარე ადგილებზე შესაძლებელია გაყვითლდეს;
  • მონტაჟი საკმაოდ რთულია და სპეციალურ ხელსაწყოებს საჭიროებს. თუ მონტაჟის დროს შეცდომებია დაშვებული მასალა ჭერის ზედაპირს ხან მიეწეპება, ხან კი ჩამოიწელება.

რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი” 

სახლი ოკეანის სანაპიროზე – Olson Kundig-ის პროექტი

მოაწყვე ოფისი სახლში 800 ლარად – შექმენი შენი სივრცე ველიზე