თუ თბილისში საცხოვრებელს ეძებ, მაგრამ სასურველ ბინას მისაღებ ფასად მაინც ვერ პოულობ, იცოდე რომ მარტო არ ხარ.
დეველოპერულ ბაზარზე არსებული შეთავაზებების უდიდესი ნაწილი იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ შეიძლება ერთის უპირატესობა მეორის სლოგანში აგერიოს, ვიღაცის შეთავაზება კი მისი პირდაპირი კონკურენტის დაპირება გეგონოს.
ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ე.წ. gated community-ის ტიპის პროექტებში, რადგან ბოლო წლების ტენდენცია გვაჩვენებს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ ასეთ საცხოვრებელ სივრცეებს ანიჭებენ უპირატესობას.
რა არის Gated Community?
gated community დახურული ტიპის, დაცული საცხოვრებელი სივრცეა
რომელსაც აქვს კონტროლირებადი შესასვლელები ფეხით მოსიარულეებისთვის, ველოსიპედებისთვის და მანქანებისთვის.
ამ ტიპის დასახლებებში, როგორც წესი, კარგად არის განვითარებული შიდა ინფრასტრუქტურა და ტერიტორია სავსეა ისეთი სივრცეებით, როგორებიცაა პარკები, აუზები, სტადიონები, სავაჭრო ცენტრები, რეკრეაციული ზონები და სხვა.
მსგავსი პროექტები ორიენტირებულია მობინადრეთა უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ექსკლუზიურობის განცდისა და უძრავი ქონების ღირებულების ზრდაზე.
ქვემოთ, განხილულია ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც gated community-ის პოპულარობას განაპირობებს.
უსაფრთხოება
დახურულ საცხოვრებელ სივრცეში ცხოვრება გარანტირებულად უზრუნველყოფს უსაფრთხოების უკეთეს დონეს, ვიდრე ჩვეულებრივი საცხოვრებელი გარემო. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები ირჩევენ gated community-ს. ასეთ სივრცეებში როგორც წესი დაგხვდებათ 24 საათიანი დაცვა, ვიდეოკამერები, უსაფრთხოების სისტემები და დაცული შესასვლელები.
ეს ყველაფერი ქმნის სიმშვიდისა და სიმყუდროვის განცდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის და ბავშვებისათვის.
ინფრასტრუქტურა და კომფორტი
დახურული საცხოვრებელი სივრცეების ინფრასტრუქტურა ხშირად მოიცავს საცურაო აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, პარკებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, რაც ქმნის კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს, სადაც მაცხოვრებლებს ყველა შესაძლო ყოფითი მოთხოვნილების დაკმაყოფილება საკუთარ ეზოში შეუძლიათ და არ უწევთ სახლიდან, საკუთარი უბნიდან სადმე წასვლა.
საერთო ინტერესები და მიკროსაზოგადოება
დახურული საცხოვრებელ სივრცეები ხშირად იზიდავს მსგავსი გემოვნების მქონე ადამიანებს, რაც ხელს უწყობს საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ კომუნიკაციას და სოციალიზაციას. მეზობლებს შორის კარგი ურთიერთობები და მეგობრული გარემო ქმნის კეთილგანწყობილ საზოგადოებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებისთვის, რადგან ამ დროს ისინი გუნდური თამაშების დახმარებით სწავლობენ მეგობრობას, რაც მათი ემოციური განვითარებისთვის აუცილებელია.
ცხოვრების მაღალი დონე და სიმარტივე
gated community-ის ტერიტორიას ხშირად მართავენ ტოპ კლასის მენეჯმენტის კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საერთო ტერიტორიების მოვლაზე, სისუფთავესა და გარემოს შენარჩუნებაზე, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელ ტერიტორიაზე მუდმივ წესრიგს და მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს დაკავდნენ მათთვის უფრო პრიორიტეტული საქმეებით.
ამასთან, დახურულ საცხოვრებელ სივრცეებში მარტივია სხვადასხვა სოციალური, თუ კულტურული ღონისძიების ორგანიზება, რაც კიდევ უფრო მეტად ამდიდრებს მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხსა და ყოველდღიურობას.
ქონების ფასების სტაბილურობა
მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების მაღალი დონე და გარემოზე ზრუნვის სისტემა ხელს უწყობს უძრავი ქონების ფასების სტაბილურობას და ზრდას დახურულ საცხოვრებელ სივრცეებში. ეს არის მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც იზიდავს უძრავ ქონებაში სანდო და სტაბილური ინვესტიციის განხორციელების მსურველ ადამიანებსა და კომპანიებს.
ეკომეგობრული გარემო და ბუნებრივი ლანდშაფტი
დახურული საცხოვრებელი სივრცეები ხშირად მდებარეობს ბუნებრივად მწვანე გარემოში, სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული ზონებით. ეს ქმნის ეკოლოგიურად ჯანსაღ და სასიამოვნო საცხოვრებელ პირობებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანულ გარემოში. სუფთა ჰაერი, მწვანე პარკები და ლანდშაფტური დაგეგმარება ხელს უწყობს მაცხოვრებლების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას.
ზემოხსენებულ სიკეთეებთან ერთად, თბილისის ბულვარის ტერიტორიაზე თქვენ ასევე დაგხვდებათ :
• სამი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო
• ბიზნეს ცენტრი
• აკვაპარკი
• სარეაბილიტაციო კლინიკა
• სკოლა
• ბაღი
• სავაჭრო ცენტრი
• სპორტული მოედნები (აკვაპარკთან უკვე არსებობს მოედნები)
• პირსი
• 1.5 კმ-დე სიგრძის ბულვარი
• ღია და დახურული აუზები
• სკვერები და ბავშვთა გასართობი სივრცეები
• რესტორნები და კაფეები
შეჯამებისათვის გეტყვით, რომ თბილისის ბულვარის პროექტში ხორციელდება 250 მილიონი დოლარის ჯამური ინვესტიცია. პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობის პარამეტრის, ე.წ. ROI-ის (Return On Investment) მაჩვენებელი 15 %-მდე ნიშნულზეა.
ფინანსური ანგარიშგების დეტალები კონფიდენციალურია და ხელმისაწვდომი გახდება მხარეებს შორის ე.წ. NDA-ის (non disclosure agreement) ანუ გაუთქმელობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.
[პარტნიორის კონტენტი]