in

როგორ გავრეცხოთ და გავაშროთ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ქსოვილები?

შესაძლებელია თუ არა სარეცხის მანქანაში ნებისმიერი ქსოვილის გარეცხვა ან მათი საშრობში გაშრობა? სინამდვილეში, თითოეულ ქსოვილს რეცხვისა და გაშრობის საკუთარი წესები აქვს, რომლებიც უნდა დაიცვათ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ პროცესში მისი ხარისხი და ფორმა არ დააზიანოთ. საყვარელი შალის ტანსაცმლის ან აბრეშუმის ფარდების იერსახის შენარჩუნება არც ისე ადვილია, მაგრამ ყოველდღიურად ქიმწმენდის მომსახურებით სარგებლობაც არ არის საჭირო. დღევანდელ სტატიაში გიამბობთ რამდენიმე რეკომენდაციის შესახებ, რომლებიც სასურველი ქსოვილის გარეცხვაში დაგეხმარებათ.

ბამბა

თეთრეული, პირსახოცი, ტანსაცმელი განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება თუ ის ბამბისგან არის დამზადებული. ეს ბუნებრივი ბოჭკო არის საკმაოდ პრაქტიკული გამოსაყენებელი, მარტივად მოსასვლელი და მრავალფეროვანი.

როგორ უნდა გავრეცხოთ ბამბა? პირველ რიგში, აუცილებლად გარეცხეთ თეთრი და ფერადი ბამბის ნივთები ცალ-ცალკე. ფერადი ქსოვილისთვის შესაფერისია 40-60 გრადუსი ტემპერატურა,

როგორ გავაშროთ სწორად? თუ ფერად ნივთებს ღია ცის ქვეშ აშრობთ, დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან მზის შუქმა შეიძლება ქსოვილის გაცვეთა გამოიწვიოს. ბამბისგან დამზადებული ნივთების გაფენისას გახსოვდეთ, რომ ეს მასალა ადვილად ნაოჭდება და რჩება კვალი ტანსაცმლის სამაგრებიდან. საუკეთესო გამოსავალი მისი სპეციალურ საშრობში გაშრობაა, ეს უფრო მარტივი, სწრაფი და უსაფრთხოა ქსოვილისთვის.

როგორ გავაუთოოთ ბამბის ქსოვილი? ექსპერტები გვირჩევენ ორთქლის უთოს გამოყენებას, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ სტანდარტული უთოს გამოყენებას, ტემპერატურა 140–170 °C-მდე დააყენეთ.

მატყლი/შალი

მატყლის/შალის პროდუქტები თბილი, კომფორტული და რბილია. მათ გარეშე შემოდგომისა და ზამთრის პერიოდი საკმაოდ რთული წარმოსადგენია. ისინი კარგად ინარჩუნებენ სითბოს, პრაქტიკულად არ ნაოჭდებიან და მარტივად შორდებათ სხვადასხვა სახის ლაქები.

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მატყლის ხელით გარეცხვა და შემდეგ გაფენა დამღლელი პროცესია, რომლის არიდებაც შეგიძლიათ სარეცხის მანქანის „ხელით რეცხვის რეჟიმის“ გამოყენებით. მის გაშრობას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ხოლო დეფორმაციისა და ნაოჭების თავიდან ასარიდებლად, გირჩევთ, სპეციალური საშრობი რეჟიმის გამოყენებას. ამასთან, გახსოვდეთ რომ მზის სხივები შალზე საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს.

ასეთი ქსოვილისგან შექმნილი ნივთები არც თუ ისე ცხელი უთოს გამოყენებით უნდა დაუთოვდეს, მაგრამ მისი საკიდზე განთავსების შემთხვევაში, შეამჩნევთ, რომ შალი დამატებითი დახმარების გარეშე, დროთა განმავლობაში ბუნებრივად სწორდება.

სელი

სელის პროდუქტებისთვის რეკომენდებულია ხელით რეცხვის რეჟიმი, რომლის ტემპერატურა არ აღემატება 30-40 °C-ს . ფერადი თეთრეულისთვის შესაფერისია სარეცხი ფხვნილი, რომელიც დელიკატური ქსოვილებისთვის არის განკუთვნილი.

ქსოვილი უნდა გაშრეს ოთახის ტემპერატურაზე, კარგად ვენტილირებად ადგილას, მზის პირდაპირი სხივების გარეშე ან საშრობში, ძალიან ცხელი რეჟიმის გამოყენების გარეშე, რათა ზედმეტად არ გამოშრეს ან არ დაზიანდეს.

რაც შეეხება უთოს, შეგიძლიათ გამოიყენოთ კარგად გაცხელებული მოწყობილობა, დანამვის რეჟიმის გამოყენებით.

აბრეშუმი

აბრეშუმის ქსოვილი ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ის განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. რეცხვის სპეციალური რეჟიმი და დელიკატური ნივთებისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები სავალდებულო პირობაა აბრეშუმის გარეცხვისა და გაშრობის პროცესში.

აბრეშუმის გაშრობა მზეზე არ ხდება, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუმცა მზის სხივებმა შეიძლება ქსოვილი დააზიანოს, ამიტომ სჯობს მისი სპეციალურ საშრობში განთავსება, რომელსაც აბრეშუმისთვის განკუთვნილი რეჟიმი აქვს.

მაღალი ხარისხის აბრეშუმი თითქმის არ ნაოჭდება, მაგრამ თუ მისი გაუთოება გსურთ, შეგიძლიათ ამოაბრუნოთ და დააუთოოთ აბრეშუმის რეჟიმის გამოყენებით. დაუთოებისას აბრეშუმის ნივთებს წყალი არ უნდა შეასხუროთ, რადგან  შესაძლოა ლაქები დარჩეს.

ნაქსოვი ტანსაცმელი

ნაქსოვი ტანსაცმელი ძალიან პრაქტიკული და კომფორტულია, რადგან არ იჭიმება და არ კარგავს ფორმას ხანგრძლივი გამოყენებისას. ნაქსოვი ნივთების რეცხვისთვის შესაფერისია თბილი წყალი – 40 ° C-მდე, ხოლო  თხევადი სარეცხი საშუალებები შეგიძლიათ აირჩიოთ იმ კატეგორიებიდან, რომლებიც შალის ნივთების გასარეცხად არის განკუთვნილი.  მანქანაში რეცხვისას ჩართეთ „დელიკატური“ რეცხვის რეჟიმი და ბარაბანი ძალიან არ გადატვირთოთ.

ნაქსოვი ნივთები საკიდზე არ უნდა  გააშროთ, რადგან შესაძლოა ფორმა დაკარგონ. სჯობს მათ გასაშრობადაც სპეციალური საშრობი გამოიყენოთ, ან გაკიდოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ბრტყელ ზედაპირზე.

უთო შეიძლება გაცხელდეს მაქსიმუმ 110 °C ტემპერატურამდე. ნაქსოვი ნივთების გაუთოება აუცილებელია ამობრუნებულ მდგომარეობაში.

ამ მარტივი რეკომენდაციების დაცვით ადვილად შეძლებთ საყვარელი ქსოვილების გარეცხვასა და გაშრობას მათი დაზიანების გარეშე.

სად შევიძინო საახალწლო დეკორაცია დიდი ფასდაკლებით? – 10 ადგილი თბილისში

ჩასაშენებელი საშხაპე სისტემა – ღირს თუ არა მისი არჩევა?