გაზის წყლის გამათბობელი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილი წყლის მუდმივ მიწოდებას სივრცეებში. მისი შერჩევა შესაძლოა ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს, რადგან არსებობს ბევრი ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს არჩევანზე.
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება გაზის წყლის გამათბობლის შერჩევისას, რათა ყოველდღიური კომფორტი მაქსიმალურად უზრუნველვყოთ.
პირველ რიგში, განვიხილოთ გაზის წყლის გამათბობლის უპირატესობები:
სწრაფი გათბობა და უწყვეტი მიწოდება
გაზის წყლის გამათბობელი სწრაფად ათბობს წყალს და უზრუნველყოფს ცხელი წყლის უწყვეტ მიწოდებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხელი წყალი ხელმისაწვდომია მაშინაც კი, როცა დიდი რაოდენობით მოიხმართ მას. თუ სახლში შხაპის მიღება და ჭურჭლის რეცხვა პარალელურად პროცხდ ხდება, გაზის წყლის გამათბობლის საშუალებით ორივე პროცესი კომფორტულად წარიმართება, რადგან არ მოგიწევთ ლოდინი წყლის ხელახალი გათბობისთვის. რესტორნები, სასტუმროები და სპორტული დარბაზები გაზის წყლის გამათბობელს ხშირად ირჩევენ ამ უპირატესობების გამო.
ენერგოეფექტურობა
გაზი ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და ეფექტური ენერგიის წყაროა წყლის გათბობისთვის. გაზის წყლის გამათბობლები ჩვეულებრივ უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ელექტრო გამათბობლები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მუდმივად დიდი მოცულობით ცხელ წყალს მოიხმართ.
სივრცის დაზოგვა
ბევრი თანამედროვე გაზის წყლის გამათბობელი კომპაქტური და კედელზე დასამონტაჟებელი მოდელებითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა, დაზოგოთ სივრცე. ეს უპირატესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პატარა სახლებში ან სხვა სივრცეებში, სადაც ყოველ დეტალს აქვს მნიშვნელობა.
გაზის წყლის გამათბობლის შეძენამდე მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:
გამათბობლის ტიპი
გაზის წყლის გამათბობლის ორი ტიპი არსებობს: ორ კამერიანი და ერთ კამერიანი. ორ კამერიანი მონტაჟდება სახლში და იღებს ენერგიას როგორც დენიდან, ასევე გაზიდან. ერთ კამერიანი გაზის წყლის გამათბობელი კი ელემენტებზე მუშაობს, მისი სახლში დამონტაჟება არ შეიძლება.
ხარისხი
ქართულ ბაზარზე მოიპოვება გერმანული, იტალიური, თურქული და ჩინური წარმოების გაზის წყლის გამათბობლები. მნიშვნელოვანია, დეტალურად გავეცნოთ, რას გვთავაზობს თითოეული მწარმოებელი. ყურადღება მიაქციეთ მოწყობილობაში მოთავსებულ წყლის გამავალი მილის სისქეს, რადგან ის უნდა იყოს სქელი. თხელი მილი ვერ უძლებს ზამთრის ყინვას, რაც იწვევს მის გახეთქვას.
სიმძლავრე
გაზის წყლის გამათბობლის სიმძლავრე პირდაპირ ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს მოწყობილობა წყლის გათბობას. როგორც წესი, მაღალ სიმძლავრეს (მაგალითად, 24-30 კვტ) გამოიყენებენ უფრო დიდ ოჯახებში ან კომერციული დანიშნულების ადგილებში, სადაც დიდი რაოდენობით ცხელი წყლით მომარაგება ხდება.
დაიცავით უსაფრთხოების ზომები
აირჩიეთ მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია უსაფრთხოების ისეთი სისტემებით, როგორიცაა
- წყლის სპეციალური შემაკავებელი ფილტრი – ცხელი და ცივი წყლის ხშირი გაზავებისას აპარატს იცავს აფეთქებისგან.
- ავტომატური ჩამკეტები – აპარატის შიგნით მოთავსებულია პატარ-პატარა მილები, რომლის გასკდომის შემთხვევაში, ავტომატური ჩამკეტები თიშავს დენს.
გაზის წყლის გამათბობლის მონტაჟამდე გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა:
პროფესიონალური ინსტალაცია
გაზის წყლის გამათბობელი აუცილებლად უნდა დაამონტაჟოს სპეციალისტმა, რადგან არასათანადო მონტაჟი შეიძლება სერიოზულ რისკებთან იყოს დაკავშირებული.
სწორი განთავსება
გაზის წყლის გამათბობელი სხვადასხვა ტიპის მიხედვით სხვადასხვა ადგილას უნდა განთავსდეს. ორ კამერიანი მონტაჟდება სახლის შიდა სივრცეში დენის წყაროსთან ახლოს. ერთ კამერიანი გაზის წყლის გამათბობელი კი გარე სივრცეში.
ხარისხიანი გაზისა და წყლის მილები
მილები უნდა იყოს მდგრადი მაღალი ტემპერატურისა და წნევის მიმართ. დამონტაჟების შემდეგ შეამოწმეთ, რამდენად სწორად არის შეერთებული მილი, რადგან მისი არასწორად შეერთება იწვევს გაზის გაჟონვას.
გაზის წყლის გამათბობელი სხვა წყლის გამათბობლებთან შედარებით ეკონომიური არჩევანია. მისი ღირებულება იწყება 500 ლარიდან და ფასები განსხვავდება ტიპისა და ტევადობის მიხედვით.