in

როგორ მოვაწყოთ გენდერულად ნეიტრალური საბავშვო ოთახი

როდესაც საქმე ბავშვის ოთახის დიზაინის შექმნას ეხება, ბავშვის სქესის მიუხედავად, მიზანი იგივე რჩება: შექმნათ კომფორტული, მშვიდი და სათამაშო სივრცე თქვენი შვილისთვის. რატომ უნდა მივუდგეთ დეკორაციის პროცესს ვარდისფერი და ლურჯი ფერის შეზღუდული, გენდერული ჩარჩოებით? თუკი ეს არ გსურთ, სივრცის გასაფორმებლად და ბავშვებისთვის ლამაზი, მყუდრო, საყვარელი და უნიკალური საძინებლის დიზაინის შესაქმნელად, ყურადღება უნდა მიაქციოთ გენდერულად ნეიტრალურ დეკორაციებსა და ფერებს. ამგვარი დეკორაციის ერთადერთი წესი კი არის ის, რომ წესები არ არსებობს!

მაშ ასე, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა მოაწყოთ ბავშვის ოთახი:

1. გამოიყენეთ მწვანე ფერი

გარდა იმისა, რომ პასტელური პიტნის მწვანე კედლები, ფარდები და საწოლი ძალიან ნეიტრალურ გარემოს ქმნის, ის ასევე ხელს უწყობს სიმშვიდეს ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ ფოტოზე მუქი ფერები არ არის გამოყენებული, ღია მწვანე მუქ ტონალობებსაც იდეალურად მოერგება.

2. დაუთმეთ კედელი ნახატს

გასაკვირი არ არის, რომ ბავშვებს უყვართ ისეთი ადგილები, სადაც მათი წარმოსახვა ფრთებს ისხამს. საამისოდ კარგი არჩევანია, კედელი ნახატად აქციოთ. დაწოლისას ბავშვისთვის ეს კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება, რადგან დროს ნახატზე აღბეჭდილი გარემოს თვალიერებაში გაატარებს და მართლაც დიდი შთაგონება დაატყდება თავს.

3. გამოიყენეთ სკანდინავიური მინიმალიზმი

თუკი შვილისთვის დახვეწილ ოთახს ისურვებდით და მშვიდი გარემოს შექმნა პრიორიტეტია თქვენთვის, მაშინ სკანდინავიური სტილი გამოგადგებათ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სტილით მოწყობისას ოთახი მინიმალისტური გამოდის, შეგიძლიათ, ეს მინიმალიზმი ფერადი დეკორით გააფორმოთ და სადას და დატვირთულის კომბინაცია შექმნათ – ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

4. დაკიდეთ კედელზე თანამედროვე ნახატი

თუკი არ გსურთ, რომ თქვენი შვილის ოთახი იდეალურად საბავშვო იყოს და მხოლოდ საბავშვო დეკორი არ გამოიყენოთ, მაშინ საბავშვო ნამუშევრების ნაცვლად, აირჩიეთ თამამი ფოტოგრაფია, თუნდაც როგორიცაა კალიფორნიის ეს კადრი.

5. აირჩიეთ ყვითელი ფერი

ყვითელი კიდევ ერთი ნეიტრალური და ეფექტური ფერია გენდერისთვის ხაზის არგასასმელად. გარდა ამისა, ის ოთახს ნათელ და მზისგვარ განწყობას ანიჭებს.

6. დაკიდეთ უცხო და მხიარული განათება

ეს სანათი უცხოსა და მხიარული განათების იდეალური შერწყმაა. ეცადეთ, სწორედ ამგვარ განათებაზე გააკეთოთ აქცენტი, რაც სივრცეს ძალიან გაახალისებს.

7. დაალაგეთ ხშირად

კარგად დალაგებული ბავშვის ოთახი უზრუნველყოფს დამამშვიდებელ გარემოს როგორც ბავშვისთვის, ასევე – მშობლებისთვის. კარგი ვარიანტია, აუცილებელი საგნები მოათავსოთ ეტიკეტიან კალათებში/სათავსოებში, რომლებსაც ღია კარადებში განათავსებთ – ასე ნივთებს მარტივად იპოვით შემდგომში.

8. გახადეთ კედელი გრაფიკული

ნაცვლად შპალერისა ან ერთი ტონალობისა, შეგიძლიათ, ბავშვის ოთახში გრაფიკული კედელი გააკეთოთ. ასე სივრცე ბევრად თანამედროვე გახდება.

9. გამოიყენეთ “ცირკის” თემა

რა შეიძლება ბავშვისთვის უკეთესი შთაგონების წყარო იყოს, ვიდრე რეტრო ცირკი? გარდა იმისა, რომ ეს სივრცე ბავშვისთვის კარგი გასართობი იქნება, მისი გამოყენება საწოლადაც შესაძლებელია.

10. ჩადეთ ინვესტიცია ავეჯში, რომელიც დარჩება

ბავშვები მალე იზრდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება, ოთახი სრულად შესაცვლელი გახდეს. ამიტომაც, ეცადეთ, თავიდანვე ისეთი ავეჯი შეარჩიოთ მისთვის, რომელიც მაქსიმალურად დიდი ხნით დარჩება ოთახში.

სახლი კედლების მინიმალური რაოდენობით – სტუდია Taliesyn-ის ნამუშევარი

სათავსოების ორგანიზების ხრიკები მათთვის, ვისაც სახლში წესრიგის დამყარება უჭირს