Generali Tower არქიტექტორ ზაჰა ჰადიდის მიერ შექმნილი ცათამბჯენია, რომელიც შედის CityLife-ის გენერალურ გეგმაში და ითვალისწინებს მილანის მიტოვებული სავაჭრო ბაზრობის მოედნის განვითარებას. ქალაქის ამ ნაწილში CityLife-ს სურდა 90 ჰექტარზე გაშენებული სამოქალაქო სივრცეების, საზოგადოებრივი პარკებისა და საცხოვრებელი ფართების მოწყობა, რომლებიც ასევე გააერთიანებდნენ სავაჭრო უბნებსა და კორპორაციულ ოფისებს.
თავად Generali Tower ცათამბჯენის ტიპის ნაგებობაა, რომლის მშენებლობაც 2017 წელს დასრულდა და მისი სიმაღლე 191,5 მეტრია. ის მოიცავს 44 სართულს, დამატებით 3 სართულს სარდაფის სახით და მოსასვენებელ სივრცეებს. საერთო ფართობი დაახლოებით 67000 კვადრატულ მეტრის შეადგენს. შენობის გეომეტრია დეფორმირებულ მოცულობას წარმოადგენს, სადაც სართულების ორიენტაცია იცვლება ძირითადი ღერძის გასწვრივ.
კონსტრუქცია არის ბეტონით ნაშენები. ცენტრალური ბირთვი მოქმედებს როგორც მთავარი წინააღმდეგობა და უზრუნველყოფს სართულების სიმყარეს. საყრდენი ღერძი არის 2,5 მეტრი სისქის ბეტონის ფილა, რომლის ირგვლივ გადანაწილებულია 64 წერტილოვანი სივრცე, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ ძირითად დატვირთვას.
იმის გამო, რომ ნაგებობას განსხვავებული და გადახრილი დიზაინი აქვს, ის აღჭურვილია კომპოზიციური ხსნარებით, ფოლადის ელემენტებით, არმატურისა და ბეტონის სვეტებით. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დაწყებამდე შესწავლილ იქნა მთელი ტერიტორია და გაკეთდა უაღრესად დახვეწილი, ეტაპობრივი ანალიზი, როგორც სამშენებლო, ასევე გრძელვადიანი ეფექტებისთვის.
დღესდღეობით შენობა მასპინძლობს Assicurazioni Generali-ის ოფისებს, რომელიც შემოსავლების მიხედვით, მსოფლიოში სიდიდით მესამე სადაზღვევო ჯგუფია, რაც კიდევ უფრო უკეთ უსვამს ხაზს General Tower-ის მასშტაბურობას.
არქიტექტურული სტუდია: Zaha Hadid Architects
ფოტოები: Hufton + Crow, Luke Hayes
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”