დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ინტერიერის დიზაინის გენიალური გადაწყვეტების შესახებ, რომლებიც თქვენი საცხოვრებელი სივრცის როგორც პრაქტიკულ, ასევე ესთეტიკურ გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მაშ ასე, დავიწყოთ.
- დასაკეცი მაგიდა
თუ სახლის ოფისის მოსაწყობად საკმარისი სივრცე არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დასაკეცი მაგიდა, რომელიც ოთახის კუთხეში იდეალურად თავსდება. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კი უბრალოდ დაკეცავთ მას და სივრცეს გამოათავისუფლებთ.
- ცარიელი სივრცის ათვისება
მოწესრიგებული სივრცის შექმნა ნებისმიერი ინტერიერის დიზაინის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს. თუ საძინებელი ოთახის ფართობი არ გყოფნით, შეგიძლიათ საწოლის ქვეშ არსებული სივრცე აითვისოთ. ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური სათავსო სამზარეულოს კარადის კარის გამოყენებით არის დამზადებული. მხოლოდ პატარა ბორბლების დამატებაა საჭირო და ყველაფერი მზად არის.
- აწიეთ ფარდის კარნიზი
ფარდების ზუსტად ფანჯრის ჩარჩოს ზემოთ დაკიდება ჩვეული პრაქტიკაა. თუმცა, კარნიზის კიდევ უფრო მაღლა აწევა თქვენს ოთახს ბევრად მაღალსა და ფართოს გამოაჩენს.
- გაზარდეთ განათება სარკეების დახმარებით
თუ თქვენი სახლის ინტერიერი სიბნელისკენ არის მიდრეკილი, სანათებთან ახლოს სარკეების გამოყენება სცადეთ. ისინი სინათლეს აირეკლავს, თქვენს ოთახს კი უფრო დიდსა და ნათელს გახდის.
- ორიენტირდით ორ ტონზე
შეგიძლიათ თქვენს კედლებს ინტერესი თამამი ორი ტონის გამოყენებით შესძინოთ. ქვედა ნახევრისთვის ცოცხალი, ენერგიული ელფერი გამოიყენეთ, რათა სივრცე გაიხსნას, ხოლო ზედა სექციისთვის ნეიტრალური ფერი შეარჩიეთ – ეს ჰაეროვანი ჭერის ილუზიას შექმნის.
- სივრცის გამოსაყოფად თაროების განყოფილება გამოიყენეთ
ღია გეგმარების სასტუმრო ოთახში სივრცეების გამოსაყოფად და, იმავდროულად, შუქის შესანარჩუნებლად, თაროების განყოფილების გამოყენებას შესანიშნავი გზაა. ის გაცილებით ნაკლებად დამაბრკოლებელია, ვიდრე გამყოფი კედელი და, ამასთან, ბევრად მოქნილია. ასე რომ, მის მოშორებას ნებისმიერ დროს შეძლებთ.
- გახადეთ სამზარეულოს კუნძული მრავალფუნქციური
შეგიძლიათ თქვენს სამზარეულოს სივრცე და სტილი კუნძულის უკანა მხარის რბილი სავარძლისთვის საზურგედ გამოყენებით შესძინოთ. გარდა ოთახში არსებული სივრცის მაქსიმალურად გამოყენებისა, ამგვარი გადაწყვეტა თქვენს სამზარეულოს არქიტექტურულ ინტერესს შემატებს.
- გრძელი სანათი
თუ გსურთ, რომ ოთახის ვიზუალური მოცულობა გაზარდოთ, მისი ვერტიკალური სივრცე გამოიყენეთ. ამ მიზნის მისაღწევად კარგი არჩევანია გრძელი დასაკიდი განათება, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო დაბლაა მოთავსებული. ის თქვენი ოთახის სიმაღლეს ვიზუალურად გაზრდის და მას ჰაეროვნებას შემატებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ სანათი ზედმეტად დაბლა არის იყოს დაკიდებული, რათა მისი დაზიანება თავიდან აირიდოთ.
- უჩვეულო იდეა
კარგად დაფიქრდით, სანამ გამოუყენებელ ნივთს გააჩუქებთ ან გადააგდებთ, ვინაიდან თქვენ შესაძლოა, მისი ძალიან არაორდინალურად გამოყენება შეძლოთ. ქვემოთ ნაჩვენებ ინოვაციურ გადაწყვეტაში ეს ძველი ველოსიპედი რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: პირსახოცის საკიდი, ლარნაკი და ნიჟარის საყრდენი. უფრო მასშტაბიანი პროექტების განსახორციელებლად, შესაძლოა, დურგლის ან სხვა პროფესიონალის დახმარება დაგჭირდეთ.
- ავეჯის ტრანსფორმაცია
თუ თქვენი მისაღები ოთახის უპირატესობა დიდი სივრცე არ არის, შეგიძლიათ მრავალფუნქციური ავეჯი გამოიყენოთ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ყავის მაგიდა, რომელიც სამუშაო მაგიდად გარდაიქმნება, ან ტელევიზორის სადგამი, რომელშიც სასადილო კომპლექტი იმალება. დღესდღეობით კონვერტირებადი ავეჯის საკმაოდ ფართო არჩევანია ხელმისაწვდომი.