in

რატომ უნდა მოვითხოვოთ მშენებლისგან გეოლოგიური დასკვნა – “ნამაის სტანდარტი”

წარმოიდგინეთ, როგორ აფერმკრთალებს ახალსახლობის სიხარულს ოთახებში გაჩენილი ბზარები, მშენებლისგან მოსმენილი ტყუილნარევი დამშვიდება – “დაჯდება”, “მეტს არ გაიწევს” და ახალი დეფექტების გაჩენის შიში. ასეთი “სიურპრიზები” არ ახლავს სახლს, რომელიც სწორად შერჩეულ ნიადაგზე ხარისხიანადაა აშენებული. სწორედ ამიტომ, დღეს გვსურს ნიადაგის შესწავლის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ, რაც მომავალში პირდაპირ განსაზღვრავს სახლის სიმტკიცეს.

პირველი, რაც ნებისმიერი პროექტის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს, არის მომავალი შენობის ნიადაგის თვისებების შესწავლა. ამისთვის საჭიროა საინჟინრო გეოლოგიური მოკვლევის ჩატარება, რომლის საფუძველზე დგინდება შემდეგი ინფორმაცია:

  • შეიძლება თუ არა ამ ადგილზე შენობის აგება;
  • საძირკვლის ტიპი;
  • საძირკვლის სიმტკიცის მაჩვენებლი.

სამწუხაროდ, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მშენებელი ლიცენზირებული, მაგრამ არაკომპეტენტური კომპანიის დასკვნის საფუძველზე ახორციელებს სამშენებლო საქმიანობას. ამიტომ გახსოვედთ, რომ მხოლოდ საიმედო, ავტორიტეტული კომპანიის მიერ ჩატარებული ნიადაგის კვლევის შედეგები წარმოაჩენს რეალურ სურათს. სწორედ ასეთი დასკვნა უნდა მოითხოვოთ მშენებლისგან პირველ რიგში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ის არ არსებობს, ამგვარ შენობაში ფართის შეძენა ნამდვილად არ ღირს.

რა არის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა?

საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა შენობის კონტურზე საბურღი მანქანის მეშვეობით ამოღებული ნიადაგის ქანების ანალიზის შედეგებს ეყრდნობა. ბურღვა მინიმუმ 8 მეტრის სიღრმეზე, რამდენიმე ადგილას ხდება და შემდგომი ანალიზისთვის ჰერმეტულ მდგომარეობაში იგზავნება ლაბორატორიაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით Homeis.ge გაესაუბრა “ნამაი ვაკეს” ექსპერტების ჯგუფს, რომლებიც მათ მიერ მშენებარე პრემიუმ კლასის აპარტამენტების პროექტში ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ ნორმას ითვალისწინებენ.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი

დარგის პროფესიონალების თანახმად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახლის კონტურის ნიადაგის, არამედ მის გარშემო არსებული გარემოს ჯეროვანი შესწავლა. ახლომდებარე ტერიტორიების გრუნტის ამგები ქანების ფიზიკურ-მექანიკური და დინამიური თვისებების გამოკვლევა.

სწორედ აქედან გამომდინარე, “ნამაი ვაკეს” გუნდს დეტალურად აქვს გამოკვლეული და შესწავლილი საკუთარი კომპლექსის ირგვლივ არსებული ლანდშაფტი. აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო მდებარე ქანების თვისებებზე მოკვლევა ისეთმა კომპეტენტურმა დაწესებულებამ ჩაატარა, როგორიც არის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. ამას გარდა, კომპანიამ კომპლექსის სიახლოვეს არსებული რელიეფის გამაგრებითი სამუშაოები განახორციელა. ჩამოწმენდის შემდეგ კლდეს დამცავი ბადე დაუმაგრდა და ანკერებით დაფიქსირდა, ხოლო სამუშაოები ტორკრეტირების (დაბეტონების) პროცესით დასრულდა.

“ნამაი ვაკეს” საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის პროცესი

ეს სწორედ ის პროცედურებია, რომლებიც უპირობოდ არის დაცული უმაღლესი სტანდარტის მქონე კომპანიების მიერ. ამ ინფორმაციის გადამოწმება კი მარტივია, თუ ბინის შეძენამდე მშენებლისგან ნიადაგის კვლევასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას მოითხოვთ და ზემოთ მოცემული ნორმებით იხელმძღვანელებთ. როგორც ხედავთ, კეთილსინდისიერი და ხარისხზე ორიენტირებული კომპანიების შემთხვევაში ეს პროცედურები 100%-ით გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

21 კვ/მ მიკრო ბინა თბილისში, რომლის დიზაინზე Istituto Europeo Di Design-ის მოსწავლემ იმუშავა

შემოსასვლელის დაპროექტებისას დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა