in

მდგრადობა, როგორც ვალდებულება – Gervasoni-ს ფილოსოფია

ავეჯის მწარმოებელი იტალიური ბრენდი Gervasoni 1882 წელს დაარსდა. ამჟამად კომპანიას მესამე თაობა, ჯოვანი და მიშელ გერვასონები ხელმძღვანელობენ. ეს ბრენდი შეიმუშავებს, ავითარებს და აწარმოებს ავეჯს სახლის როგორც შიდა, ისე გარე სივრცისთვის, ასევე – საკონტრაქტო სექტორისთვის. კომპანიის დაბადებიდან დღემდე, გერვასონი ყოველთვის ხასიათდებოდა დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, ბუნებრივი მასალების გამოყენებით, ოსტატობითა და ესთეტიკური ხარისხით. კომპანია დღესდღეობით თანამშრომლობს მაღალი კლასის საერთაშორისო დიზაინერებთან, მათ შორის, Paola Navone, Marco Piva, Michael Sodeau და Jasper Startup-თან.

დღეს კომპანია გერვასონი ფართო და კვალიფიციური მწარმოებელია. ოჯახის სამეწარმეო მოწოდების შესაბამისად, 2009 წელს ჯოვანი და მიშელ გერვასონიმ შეიძინეს IFA srl – კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხის ხის სკამების წარმოებაში – შეიქმნა ბრენდი Very Wood, რომელიც განკუთვნილია საკონტრაქტო ბაზრისთვის.

მდგრადობა არის ვალდებულება, რომელსაც კომპანია წარმოების ყველა ეტაპზე ითვალისწინებს. ბრენდი აქტიურად ზრუნავს გარემოზე და ამ კუთხით არაერთხელ აქვს აღებული ხარისხის სერთიფიკატი: UNI EN ISO 9001: 2008, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სერთიფიკატი UNI EN ISO 14001: 2004, სერთიფიკატი მშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტისთვის ISO 45001.

ამჟამად გერვასონის კოლექციები განაწილებულია მსოფლიოს სამოცდაათზე მეტ ქვეყანაში და ბრუნვის 75% მოდის ექსპორტზე.

Gervasoni-ს მნიშვნელოვან კოლექციას წარმოადგენს “Ghost”, რომლის ფარგლებშიც მან არაერთი პროდუქტი (დივნები, სავარძლები, პუფები, სკამები, საწოლები) შექმნა. გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ ამ კოლექციაში მყოფი ერთ-ერთი დივანი, რომელსაც საკმაოდ მარტივი, თუმცა, ამავდროულად, დახვეწილი დიზაინი აქვს.

Ghost 16

Gervasoni-ს ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან კოლექციას წარმოადგენს “Open”, რომელიც საძინებლებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ კოლექციაში საძინებლების სახელწოდებების ნუმერაცია რაც უფრო იზრდება, მით უფრო რთულდება მათი კონსტრუქცია. ჩვენ კი ახლა “Open 1”-ს წარმოგიდგენთ.

Open 1

“InOut” Gervasoni-ს კოლექციაა, რომელიც გარე ავეჯს აერთიანებს. ჰაეროვანი, ხეში გაწყობილი ავეჯი მართლაც კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სახლის გარე სივრცის ესთეტიკურად მოწყობა სურს. გიზიარებთ “InOut 04” მოდელს:

InOut 04

Gervasoni-ის ბრენდის პროდუქციის შეძენა საქართველოში შესაძლებელია Objects-ის შოურუმში. 

როგორ შევმატოთ სიცოცხლე სრულიად თეთრ სამზარეულოს?

როგორ დავამსგავსოთ ჩვენი აბაზანა სპას?