ღია ფერის იატაკის დაგებას მშენებლები, როგორც წესი, ერიდებიან. პირველ რიგში, ეს ტრადიციებიდან გადახვევაა, მეორეს მხრივ მას ბევრი თაყვანისმცემელი არ ჰყავს. თუმცა, არასრულყოფილი განათების მქონე ბინებისთვის ეს გადაწყვეტილება მომგებიანია და რიგი უპირატესობებიც კი გააჩნია. დღეს სწორედ ამ საკითხზე გვინდა გესაუბროთ.
ღია ფერის იატაკის მქონე ინტერიერების დადებითი მხარეები
ღია ფერის იატაკი მისი მფლობელის არასტანდარტულ გემოვნებაზე მიანიშნებს. სამ და ორ ოთახიან ბინებში ასეთი ვარიანტი ყველა ოთახში ვერ გამოდგება, პატარა ფართის მქონე ბინაში კი ღია ფერის იატაკი ზოგიერთი ზონისთვის მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ასეთ გადაწყვეტილებას ბევრი დადებითი მხარე აქვს. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ესთეტიკურობა
რუხი ელფერების მქონე თეთრი იატაკი სკანდინავიური სტილის სავიზიტო ბარათია, რომლის ძირითადი იდეა ჰაეროვანი და მაქსიმალურად განათებული სივრცეა. ეს კონცეფცია უდევს საფუძვლად პატარა ბინის სივრცის გაზრდის მცდელობას. ბინის ინტერიერში ღია იატაკები სივრცეს ვიზუალურად ზრდის. ფერი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოს ამსუბუქებს და ინტერიერისადმი ნეიტრალურ განწყობას ქმნის.
სინათლის დამატება
თეთრი და ღია რუხი მზის სხივების ბუნებრივი ამრეკლია. ეს თვისება დამატებითი განათების ეფექტს ქმნის. შედეგად, ღია ფერის იატაკი მოქუფრულ ამინდშიც კი ბინას სინათლით ავსებს.
დაბინძურების ნიველირება
ყავისფერ, ალუბლისფერ და სხვა მსგავს მუქ ზედაპირებზე თითოეული მტვრის ნაწილაკი, ბზარი და ჭუჭყი ჩანს. რუხი ფერის საფარზე კი დეფექტების აღმოსაჩენად კარგი დაკვირვებაა საჭირო. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც დიასახლისებისთვის საკმაოდ წონადი ფაქტორია.
სუსტი მხარეები
ბინების დიზაინი, სადაც ღია ფერის იატაკი ინტერიერის სხვა ელემენტებს არ ესადაგება, არასრულყოფილად გამოიყურება. ამიტომ ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ შესაბამისი ავეჯის, დეკორის ნივთების, შპალერისა და ნახატების არჩევას. ამგვარი პროექტების წარმატებული გაძღოლა მხოლოდ პროფესიონალ დიზაინერებს შეუძლიათ, დილეტანტებმა უმჯობესია თვითშემოქმედებისგან თავი შეიკავონ.
ესთეტიკური ნაკლი
თეთრი და რუხი ელფერების სიცივე სივრცეს სიმყუდროვეს ართმევს. წარუმატებელი დიზაინერული გადაწყვეტილებები კი ამ ეფექტს კიდევ უფრო ამძაფრებს. ასეთი შედეგის ნიველირებისათვის კედლების გამშვენებაში აუცილებელია თბილი ელფერების დამატება, მაგალითად, ფანჯრის რაფებსა და ვაზებში ნათელი აქცენტები ყვავილების სახით, ავეჯის ფერადი ფასადები, ორგანული ფაქტურები, შპალერი და ა.შ.
დღეისათვის ტრენდული ბინა ღია ფერის იატაკითა და მუქი კარებით, კონტრასტულ დიზაინერულ გადაწყვეტილებას მიეკუთვნება და ინტერიერის სიცივის ნიველირებას ახდენს. ასეთი მოპირკეთების გამოყენება ინტერიერის „ჰაი ტექ“ სტილში შესრულებისას შეიძლება.
მზის ზეგავლენა
მზის ხანგრძლივი ზემოქმედებისგან იატაკის თეთრი საფარი შესაძლებელია მოყვითალო გახდეს. ამ მიზეზის გამო, სამხრეთ რეგიონებში ღია ფერის საფარის მქონე იატაკები სქელი ფარდებით ან ჟალუზებით უნდა იყოს დაცული. ამას გარდა, დამატებითი ხარჯები ესაჭიროება იატაკების ლაქით დაფარვას.
ღია საფარი სკანდინავიურ და მინიმალისტურ სტილებს უხდება. ასეთი ფერთა არჩევანი ისეთ სტილისტურ მიდგომებს უსვამს ხაზს, როგორიც არის უბრალოება, ლაკონიურობა და თანამედროვეობა.
და ბოლოს, იატაკის საფარის საუკეთესო მასალად ითვლება ხე, საპარკეტე დაფები, კორპის ფილები. მათი ეკოლოგიურობა ეჭვგარეშეა. ისინი ნებისმიერი სივრცისთვის, მათ შორის საბავშვო ოთახისთვის არის მიზანშეწონილი. ამას გარდა, ამგვარი საფარი ორგანულად გამოიყურება და ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტრენდული ტენდენციების მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს.