in

ღია სამზარეულო – რამდენიმე საინტერესო იდეა შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

ღია სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტენდენციაა, რომელსაც მომხმარებლები ძალიან ხშირად ირჩევენ. ამგვარი მოწყობა ქმნის ფუნქციისა და სტილის კომბინაციას, რაც ძალიან კომფორტულ და დახვეწილ ინტერიერს უზრუნველყოფს. არსებობს რამდენიმე საინტერესო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც შეიძლება სამზარეულოს დიზაინი და მისი პრაქტიკული გამოყენება კიდევ უფრო კომფორტული და საინტერესო გახდეს.

ზოგიერთი დიზაინერი სამზარეულოსა და მისაღების სივრცეების გამოყოფას ფერების დახმარებით ახერხებს, ზოგი ამისთვის ავეჯს, ზოგი კი სხვადასხვა ტექსტურასა და ქსოვილის ნიმუშს იყენებს. ინტერიერის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სტილისა და გემოვნების გათვალისწინება, რაც თქვენს სახლს მაქსიმალურ მრავალფეროვნებას მიანიჭებს. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე ფოტოს გაგიზიარებთ, რომლებიც ღია სამზარეულოს მოწყობისას თქვენი შთაგონების წყარო გახდება.

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

იაპონური სახლი ავსტრალიაში – Sandbox Studio-ს პროექტი

გულწრფელობა არქიტექტურაში — ინტერვიუ სახელოსნო „კერას“ დამფუძნებლებთან