in

ღია თაროები სამზარეულოში – 6 ორიგინალური ვარიანტი

სწორი მიდგომით, ჩვეულებრივი თარო, შესაძლებელია ჭურჭლის შესანახი ჩვეულებრივი ნივთისგან სამზარეულოს მომხიბვლელ დეკორად გადაიქცეს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას შთაგონებისთვის.

თარო როგორც ეფექტური აქცენტი

თარო საკმაოდ მარტივი საგანია, თუმცა დღეს შესაძლებელია უკვე მისი მრავალი ვარიაციის მოძიება. არ შეგეშინდეთ ყველაზე უჩვეულო ფორმის, ფერისა და ზომის მოდელების არჩევა. დაე ჩვეულებრივი ჭურჭლის თარო ინტერიერის ეფექტურ აქცენტად იქცეს!

სამზარეულოს აღჭურვილობის „რეილინგი“

სამზარეულოს ზომისა და სტილის მიუხედავად, ფუნქციურობა და მოხერხებულობა მთავარ მოთხოვნად რჩება. ისეთი მარტივი დეტალი, როგორიც „რეილინგია“ შენახვისთვის დამატებით ადგილს შექმნის. მას შესაძლებელია ცალკე კაუჭები და ჭურჭლის, ხელსახოცებისა და სამზარეულოს სხვა ნივთებისთვის კალათები შეურჩიოთ.

ნათელი აქცენტები

ღია ფერის თარო ნებისმიერი სამზარეულოს ინტერიერს აცოცხლებს. ამ ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ მასზე ფერადი ჭიქები, თეფშები და ლამბაქები შემოაწყოთ. მთავარია ყველა ნივთის ელფერი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდეს.

თეფშების თარო

ლითონის ან ხის თეფშების ლაკონიური თარო სამზარეულოს ეფექტურ დეტალად შეიძლება იქცეს. გარდა ამისა, ასეთი გადაწყვეტილებით სტუმრებისთვის სერვისის დემონსტრირებას და ინტერიერის გამრავალფეროვნებას შეძლებთ.

ბაზრობებზე ნაპოვნი ნივთები

სამზარეულოს თარო ბაზრობებზე ნაპოვნი საყვარელი ნივთებისთვის შესანიშნავი ადგილია. წინაპრების სერვიზი, გაცრეცილი დოქი და სხვა ისტორიის მქონე ნივთები სამზარეულოს დაამშვენებს და უფრო მყუდრო ატმოსფეროს შექმნის.

მცენარეები

გამწვანება ბოლო წლების ტრენდული მიმართულებაა, რომელიც სავარაუდოდ დიდი ხნით დარჩება ინტერიერში. მცენარეები სახლის ყველა ოთახში და მათ შორის სამზარეულოშიც „დასახლდა“. სამზარეულოს თაროებისთვის უმჯობესია უპრეტენზიო მცენარეები და არომატული ბალახები შეარჩიოთ. კარგია, როცა თქვენი საყვარელი სანელებლები თვალწინ იქნება და ამავე დროს სამზარეულოს პატარა ოაზისად გადააქცევს.

რა უნდა ვიცოდეთ ურბანული დიზაინზე? – ნუცა ბახტაძის გზამკვლევი

მანსარდიანი მყუდრო ბინა შვედეთში