ძველებური შეშის ღუმელი სახლის კერას ათბობდა, მასში საჭმელს ამზადებდნენ და საღამოობით ოჯახის თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. ის ყოველთვის მოვლენების შუაგული იყო. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სტილის ღუმელები გვხვდება. განსაკუთრებული პოპულარობა ჰოლანდიურმა აგურის ღუმელმა მოიპოვა საკუთარი კომპაქტური ზომისა და გათბობის მაღალი კოეფიციენტის წყალობით. ჰოლანდიური ღუმელები არა მხოლოდ დეკორად, არამედ პირდაპირი ფუნქციების ერთგულ შემსრულებლად გვევლინება. ღუმელი ცოცხალი ცეცხლისა და სიმყუდროვის წყაროა. სწორედ ამიტომ, ისინი დღესაც ხშირად გვხვდება ინტერიერებში. დღეს ჩვენ რამდენიმე საინტერესო ვარიანტი გვინდა შემოგთავაზოთ, რაც თქვენი ინტერიერისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა:
in დიზაინი