in

ტური Giorgio Armani-ს სენ-ტროპეს რეზიდენციაში

Banner M2
Banner M2

ივნისი-ივლისის უქმეები ის პერიოდია, როცა “მოდის მაგნატი” ჯორჯო არმანი სენ-ტროპეს რეზიდენციაში ისვენებს. აქ მისთვის დილა იწყება გასეირნებით ან ვარჯიშით, რასაც მოჰყვება სანაპიროს სტუმრობა და აქ დიდი დროის გატარება. ერთი სიტყვით, არმანისთვის ეს ადგილი იდეალურია რელაქსაციისთვის.

აქ არსებულ სხვა სახლთან შედარებით არმანის სახლი უფრო მოკრძალებულია. ”როდესაც ადამიანები ჩემთან სტუმრად მოდიან, ყოველთვის ძალიან გაკვირვებულები რჩებიან,” – ამბობს ის – ”ეს არ არის სახლი, რომელიც თავის გამოსაჩენია, ეს უბრალოდ ცხოვრებაა.”

არმანის მთავარი რეზიდენცია არის გრანდიოზული ოთხსართულიანი პალაცო მილანში, ქალაქში, სადაც ის თავის მთავარ საქმიანობას ეწევა. აქვე მან ააშენა მუზეუმი, სახელწოდებით Armani / Silos, თავისი ნამუშევრების წარმოჩენისთვის.

და მიუხედავად იმისა, რომ არმანის მილანის სახლი ყველას ყურადღების ცენტრშია, სენ-ტროპეს რეზიდენციაც არ უნდა დავივიწყოთ.

1996 წელს ჯორჯო არმანი საკუთარმა დამ (რომელიც ამავევე რაიონში ცხოვრობს) დაარწმუნა, რომ აქ ეყიდა სახლი. “აქ მე მაჩვენეს ძალიან დიდი ამერიკული სტილის სახლი, რომლიდანაც ხმელთაშუაზღვის ხედი იშლება,” – იხსენებს დიზაინერი – ”მაგრამ მე უფრო მეტად მყუდროება მინდოდა.”

ჯორჯომ სახლის თავდაპირველ მოცემულობას დაამატა სტუმრების ოთახი და აუზი. ასევე, სახლის უკანა მხარეს შექმნა მინებით გაწყობილი ლოჯი. მიუხედავად იმისა, რომ მან ტრადიციული ფასადი და პორტუგალიური კრამიტის სახურავი ხელუხლებლად დატოვა, არმანიმ შეცვალა შიდა კედლები. მან ასევე გადაწყვიტა არსებული იატაკის უფრო პრიალა ვარიანტით შეცვლა, და მუქი აფრიკული ჭერის შექმნა.

სახლის ოთახებს მკაფიოდ გლუვი, აზიურ-ტროპიკული შეგრძნება მოაქვთ. ინტერიერი დატვირთულია ფერადი ბალიშებითა და ტრადიციული ხალიჩებით. სახლის ავეჯისთვის Armani-მ აირჩია ანტიკვარიატის ნაზავი, რომელიც Saint-Tropez-ის ბაზარში იყიდა.

ფოტოგრაფი:

არაკონსტრუქციული დიზაინის ამბავი – ინტერვიუ გუგა კოტეტიშვილთან

რამდენიმე რჩევა ღვინის მარნის მოსაწყობად საკუთარ სახლში