in

გიოტებურგის ნათელი ბინა შავი აქცენტებით

Banner M2
Banner M2

შავი და თეთრი კლასიკური ტანდემია, რომელიც ინტერიერში ყოველთვის მომგებიანად გამოიყურება. დღეს ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გვინდა წარმოგიდგინოთ – პატარა ბინა შვედეთის ქალაქ გიოტებურგში.

ამ ბინის მფლობელებმა რამდენიმე წელი სოფლის დასახლებაში იცხოვრეს, თუმცა მიხვდნენ, რომ კომფორტის გარეშე გაუჭირდებოდათ და დიდ ქალაქში გადაბარგება გადაწყვიტა. წყვილმა რამდენიმე თვიანი ძებნის შემდეგ გიოტებურგში ოროთახიანი ბინა შეათვალიერა და მისი იდეალურ ოჯახურ ბუდედ გადაქცევა გადაწყვიტა.

მეპატრონეებს ორი შვილი ჰყავთ – წლინახევრის გოგონა და მოზარდი ბიჭი. თავდაპირველად ბინაში მხოლოდ ორი საძინებელი იყო. ბიჭისთვის ოთახი საბოლოოდ უჩვეულო ადგილზე მოაწყვეს, ამისთვის სამზარეულოსა და მისაღების ნაწილი ტიხრით გამოყვეს და პოდიუმით აამაღლეს. ბინის მაღალი ჭერი ასეთი გეგმარების საშუალებას იძლეოდა. ოთახში  კიბეები ადის, ბავშვს კი ასეთ უჩვეულო შემაღლებულ ადგილზე ცხოვრება ძალიან მოსწონს.

როგორც წესი, სკანდინავიური ინტერიერები ფერთა სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა ამ შემთხვევაში ღია პალიტრა კონტრასტული დეტალებით შეავსეს. მაგალითად, სამზარეულო და კედელი, რომელიც მისაღებსა და საბავშვო ოთახს ყოფს, შავ ფერშია შესრულებული. ინტერიერს ჟურნალის მაგიდაზე ჩამოკიდებული „Vertigo“-ს მოხდენილი სანათი კრავს.

მოზარდის და მშობლების ოთახების  გამშვენებაში ატმისფერია გამოყენებული, რომელიც თბილ, მშვიდ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროს ქმნის. ფერთა ეფექტურ გადაწყვეტილებებთან ერთად, ბინის „ხასიათს“  თანამედროვე ვინტაჟური ავეჯი და ადგილობრივი გალერეის ნახატები კიდევ უფრო გამოხატულს ქმნის.

სათავსო სისტემები შემოსასვლელში – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მიკრო ბინები თბილისში, რომელთა ზომა 37 კვადრატულ მეტრს არ აღემატება