in

gjG House – ექსპერიმენტული სახლი გენტში

Alliance Group
Alliance Group

gjG House არის არქიტექტურული სტუდია BLAF architecten-ის მიერ აშენებული ერთ-ერთი ექსპერიმენტული სახლი. ეს შენობა, ფაქტობრივად, არის მათი კვლევის ნაწილი, სახელწოდებით “აგურის კედლის ქალაქი”, რომელიც ეხება ზუსტ თავსებადობასა და ურთიერთობას მასალას, მშენებლობის ტექნიკასა და აგურის ფასადს შორის.

2006 წელს ენერგოეფექტურობის სტანდარტების „EPB“ შემოღების შემდეგ, შენობების ტყავის თბოიზოლაცია თანდათან უფრო სქელი გახდა, რამაც გამოიწვია მსუბუქი და იაფფასიანი ფასადის მოსაპირკეთებელი მასალებისკენ გადასვლა. ეს ნიშნავდა ევოლუციას აგურის ფილებისკენ, რომლებიც შენობებზე იყო დამაგრებული, როგორც “გარე შპალერი”. BLAF-მა ადრეულ ეტაპზე შენიშნა, რომ მსგავსი სამშენებლო მეთოდი ერთმანეთზე დამაგრებული ფენებით გამოიწვევს ფენებს შორის ნარჩენების დაგროვებას.

gjG სახლი მდებარეობს ტყის მსგავს საცხოვრებელ გარემოში – E17 გზატკეცილის გვერდით გენტში, ნაკვეთზე, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს სასახლის ბაღის ნაწილი იყო. gjG სახლის მრუდე აგურის გარსის დიზაინი შეირჩა უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ხეები არ მოჭრილიყო. შედეგად კი სახლი მათ შორის მოთავსდა.

ასევე, შენობას ეს ფორმა საშუალებას აძლევს, იყოს სტრუქტურულად ავტონომიური. გარე აგურის კედლის სტაბილურობა დამოკიდებულია არა შიდა კედლებზე, სვეტებზე ან სხივებზე, არამედ მხოლოდ მის ფორმასა და აგურის შემაკავშირებელზე. ასევე, სახლის მასიური გარსი ხელს უწყობს შიდა აკუსტიკურ კომფორტს.

რაც შეეხება სახლის ინტერიერს, ის მარტივი და სადაა. აქ გამოყენებული ავეჯი თანამედროვე და გარემოსთან შეხმატკბილებულია. აგურის ინტერიერი კარგად ერწყმის ფერად დეკორსა და ავეჯს, რაც სივრცეს სიმყუდროვეს ანიჭებს.

არქიტექტურული სტუდია: BLAF architecten

ფოტოგრაფი: Stijn Bollaert

შავი ფერი ინტერიერში: სასარგებლო რჩევები

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით – მარტივი იდეები შთაგონებისთვის