in

Glas Italia – მინის ავეჯის წარმოებით ცნობილი ბრენდი იტალიიდან

Glas Italia მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბრენდია, რომელიც 1972 წელს Brianza-ში დაარსდა და მას შემდეგ აწარმოებს კარებს, კედლის ტიხრებს და შუშის ავეჯს. ბრენდის ისტორია Arosio-ს ოჯახს უკავშირდება, რომელმაც მინის ცნობილ ოსტატებთან თანამშრომლობით არაერთი ძალიან ცნობილი დიზაინი შექმნა.

ბრენდი დაარსების დღიდანვე ახდენს უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ტენდენციების საკუთარ კოლექციაში გადმოტანას. დახვეწილობა, ორიგინალურობა, ხარისხი და გამორჩეული გარეგნობა ის თვისებებია, რომლებიც მათ მიერ შექმნილ თითოეულ მოდელს ახასიათებს.

Glas Italia-ს ელეგანტურ კატალოგებში შეხვდებით ისეთი დიზაინერების ნამუშევრებს, როგორებიც არიან Ettore Sottsass და Piero Lissoni. 2011 წელს სწორედ მათი ხელმძღვანელობით გაიხსნა სათავო ოფისი მაჩერიოში, რომელიც 11000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული.

დღეს ბრენდი კვლავ აგრძელებს ტრადიციული ტექნიკისა და თანამედროვე ესთეტიკის საინტერესოდ შერწყმას და საკუთარ მომხმარებელს უნიკალურ, განსხვავებულ და ელეგანტურ კოლექციას სთავაზობს, რომელიც წარმოაჩენს პროდუქტის ფართო სპექტრს და აერთიანებს დიზაინსა და ფუნქციას.

განსაკუთრებით ცნობილი მოდელები:

Shiro Kuramata Glass Table

Mirror Spizzo

Small table Simoon

Hub Cut

Mirror Ecco

ლანდშაფტის დიზაინი, როგორც მდგრადი გარემოს შექმნის წინაპირობა — ინტერვიუ ანა დავრიშაშვილთან

ტყის სახლი კანადაში