ეს 2 ჰექტარზე განთავსებული საკუთრება მე-2 კატეგორიის არქიტექტურული ძეგლების სიაშია შეყვანილი. მე-13, მე-16 და მე-19 საუკუნის ნაგებობები საცხოვრებელი სივრცეებით დიდი შიდა ეზოს ირგვლივაა განლაგებული. კომპლექსში შედის რამდენიმე შენობა, მათ შორის ქვის სახლი და შუასაუკუნეების გრძელი ბეღელი.
სამზარეულოში გვხვდება ქვის კედლები, დაუმუშავებელი ხის ზედაპირები და ძველებური ღუმელი. სასადილოს გვერდით ბიბლიოთეკა და მყუდრო კუთხეა განთავსებული, რომელიც მე-18 საუკუნის ბუხრითა და კვარცხლბეკითაა გაწყობილი. ოთახები მამულის მდელოზე გადის.
სახლის ამ ნაწილს ორი საძინებელი და საბავშვო ოთახი ასრულებს. მე-13 საუკუნის ფლიგელში კი შუასაუკუნეების ბუხრით, პურის ღუმელითა და ინდუსტრიალიზაციამდე გამოგონილი სპილენძის წყლის გამათბობლით დამშვენებული სასტუმრო ოთახი, მაღალი სასადილო და ორი საძინებელია განთავსებული.
აქვეა სასტუმრო ოთახები. აქ სამი საძინებელი, სასტუმრო ოთახი და სამზარეულოა. უკანასკნელი თანამედროვე სტილშია მოწყობილი.
ბევრი ღია ნაგებობა შესაძლებელია სტუმრების საცხოვრებლად გადაკეთდეს და გაქირავდეს, მათ შორის გვიანი შუასაუკუნეების სტილის უზარმაზარი ბეღელიც. ამჟამად ეს კომპლექსი აუქციონზეა გამოტანილი და მისი შეძენა 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შესაძლებელი.
ფოტოგრაფი: Inigo