სახლის დაზღვევა უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. სადაზღვევო მომსახურება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ქართულ ბაზარზე ამ მხრივ გამორჩეულია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვევის ახალი პოლისი, სახელწოდებით „შინ“, რომლის მეშვეობითაც კერძო სახლების, აგარაკების, კოტეჯებისა და ბინების დაზღვევაა შესაძლებელი. პროდუქტი, შენობა-ნაგებობების დაზღვევასთან ერთად, შიდა მოპირკეთებას, რემონტს, საკომუნიკაციო მოწყობილობებს, გაყვანილობას, ტექნიკას, ინტერიერისა და ექსტერიერის შემადგენელ ნივთებსაც დაგიზღვევთ, რომელთა შორისაა მზის პანელები, სარწყავი მოწყობილობები და საცურაო აუზი. კომპანიის ახალი პროდუქტი, რომლის სლოგანია „როცა თავი ქუდში გაქვს“, მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული და მშვიდი, დაცული ცხოვრების გარანტიას იძლევა. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი სადაზღვევო პოლისის უპირატესობების შესახებ კომპანიის წარმომადგენელი, ნინო კბილაშვილი გვესაუბრება.
ნინო, რა მომსახურებებს აერთიანებს ახალი პოლისი?
პოლისი „შინ“ კერძო სახლის, ბინის, ხის კოტეჯების დაზღვევას გულისხმობს და უპრეცედენტო პირობებით გამოირჩევა. მისი საშუალებით პირველადაა შესაძლებელი, მომხმარებელმა თავად აირჩიოს სასურველი ლიმიტი და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზარალი ამ ლიმიტის მიხედვით აინაზღაუროს. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი პროდუქტის დახმარებით, დაზღვეულია ყველა შესაძლო შემთხვევა: ხანძარი, ქურდობა, სტიქიური მოვლენები, ვანდალიზმი და ა. შ. ასევე, პოლისის უპირატესობა ისიცაა, რომ ქართულ რეალობაში პირველად გახდა შესაძლებელი ეზოს სარწყავი სისტემების, მზის პანელების, აუზის წყლის ცირკულაციისა და ფილტრაციის დანადგარების დაზღვევა. რაც შეეხება სახლის კონსტრუქციას, რემონტს, ავეჯსა და ტექნიკას, ისინი, თავისთავად, დაზღვეულია.
პოლისი „შინ“ უპრეცედენტოა სწორედ იმ ფაქტორის გათვალისწინებითაც, რომ ის სრულად ერგება კერძო სახლების და აგარაკების მფლობელების სურვილებს. ცნობილია, რომ ბაზარზე არსებული სადაზღვევო შეთავაზებები არ გულისხმობს თვითონ შენობისა და კონსტრუქციული ელემენტების დაზღვევას, არამედ ინტერიერზეა ორიენტირებული. თუკი ბინების შემთხვევაში ეს გამართლებულია, კერძო სახლებისთვის ნაგებობა და მისი დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვევის ახალი პოლისი სახლის კონსტრუქციის დაზღვევასაც სთავაზობს მომხმარებელს.
რატომ შეირჩა ახალი პოლისის სლოგანად ფრაზა – „როცა თავი ქუდში გაქვს“?
დაზღვევა ხომ, უპირველესად, სიმშვიდესა და დაცულობას ნიშნავს, ანუ იმის განცდას, რომ „თავი ქუდში გაქვს“. ვფიქრობ, ეს ფრაზა, ყველაზე უკეთ სწორედ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალ პროდუქტს ერგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა მომხმარებელმა იცოდეს, რომ ყველაზე მყუდრო ადგილი – მისი სახლი – დაზღვეულია, ხიფათის დროს კი მის გვერდით ვიქნებით. გარდა ამისა, ამ სლოგანით იმის ჩვენებაც გვინდოდა, რომ მზად ვართ, სიმბოლურად მოვირგოთ ხელოსნის, მეხანძრის, მშენებლისა თუ სხვა პროფესიის ქუდები და ვიზრუნოთ კლიენტის ქონების აღდგენაზე.
დაზღვევა ორ პაკეტს აერთიანებს — სტანდარტულს და პრემიუმს. რას გულისხმობს თითოეული მათგანი და რა განსხვავებაა მათ შორის?
დიახ, პროდუქტს ორი პაკეტი აქვს. სტანდარტული პოლისი აზღვევს შიდა მოპირკეთებას, საკომუნიკაციო მოწყობილობებს, გაყვანილობას, ინვენტარს, ავეჯს, ტექნიკას, ინტერიერის აქსესუარებსა და ნივთებს, მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს (ხანძარი, აფეთქება, დატბორვა). პრემიუმ-პაკეტის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ის აზღვევს ელექტროენერგიის ცვალებადობის გამო დაზიანებულ ტექნიკასაც. მაგალითად, თუ ძაბვის ვარდნის გამო ტექნიკა დაზიანდა, ეს ზარალი ანაზღაურდება, რაც, ცხადია, დამატებითი უპირატესობაა.
რა მახასიათებლების წყალობითაა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი პოლისი ყველასგან გამორჩეული?
ამ პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბაზარზე არსებული მოთხოვნაა, რომელიც პანდემიის შემდეგ განსაკუთრებულად გაიზარდა — ბევრი ოჯახი კერძო სახლში გადავიდა საცხოვრებლად, რის გამოც თბილისის გარშემო საგრძნობლად გაიზარდა კერძო დასახლებების რაოდენობა. ქალაქიდან მოშორებით ცხოვრებაზე სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს. ბაზარზე არ არსებობდა პროდუქტი, რომელიც ამ სეგმენტს დააკმაყოფილებდა. სწორედ აქედან გაჩნდა სადაზღვევო პროდუქტის შექმნის იდეა, რომელიც კერძო სახლებისა და აგარაკების დაზღვევას გულისხმობს.
მეორე განსაკუთრებული მახასიათებელია ლიმიტის თავისუფალი არჩევანი. მომხმარებელი, სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით, თავად ირჩევს სასურველ ლიმიტს, რაც ქართულ ბაზარზე ნამდვილად სიახლეა. ზოგადად, სადაზღვევო კომპანიები ქონების დაზღვევისას მისი ე. წ. აღდგენითი ღირებულებით ხელმძღვანელობენ, რომელშიც, შენობის სრული განადგურების შემთხვევაში, მისი თავიდან აშენების ხარჯი იგულისხმება. ამის შემდეგ პროცენტით გამოითვლება დაზღვევის ტარიფი. პოლისი „შინ“ იმით გამოირჩევა, რომ ეს წესი აღარ მოქმედებს, ანუ აღარ ითვლება აღდგენითი ღირებულება – ქონების მფლობელი სასურველ პაკეტს გარკვეული ლიმიტის ფარგლებში ირჩევს.
მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს სასურველი ლიმიტი 25 000-დან 250 000 დოლარამდე. კლიენტი ქველიმიტების შერჩევის დროსაც თავისუფალია, რაც ტექნიკისა და ავეჯის 8000-დან 85 000 დოლარამდე დაზღვევას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომხმარებელს შეუძლია, თავად აირჩიოს ე. წ. პასუხისმგებლობის დაზღვევის დამატებითი ლიმიტი —10 000-დან 75 000 დოლარამდე. პასუხისმგებლობის დაზღვევით კომპენსაციას გავცემთ იმ პირზე, ვინც დაზღვეული ქონების გამო დაზარალდა. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ქარმა დაზღვეულ სახლს გადახადა სახურავი, რომელიც მეზობელ სახლს დაეცა და ეს შენობა დაზიანდა, ან დაზღვეული სახლიდან მეზობელ სახლს გადაედო ხანძარი.
პოლისს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: სახლის კონსტრუქციის გარდა, ის აზღვევს მზის პანელებს, ეზოს სარწყავ და აუზის წყლის ცირკულაციის სისტემებსაც.
რისგან იქნება დაცული მომხმარებელი, თუკი „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვევის პაკეტს აირჩევს?
ვფიქრობთ, არ არსებობს შემთხვევა, რომლის დაფარვასაც ჩვენი სადაზღვევო პროდუქტი არ უზრუნველყოფს. პოლისი „შინ“ გარანტირებული დაცვაა ისეთი რისკებისგან, როგორებიცაა: გათბობის, წყალგაყვანილობის, კანალიზაციისა თუ ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა, სტიქიური მოვლენების — წვიმის, სეტყვის, ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალი, ხანძრის, აფეთქების, ძარცვისა და ვანდალიზმის შედეგად მიყენებული ზიანი.
დაბოლოს, როგორია პაკეტის ღირებულება, გადახდის რა მეთოდები არსებობს და როგორ შეიძლება მისი შეძენა?
პაკეტის ღირებულება, არჩეული ლიმიტის მიხედვით, 15 $-დან 50 $-მდე მერყეობს. რაც შეეხება გადახდის გრაფიკს, შესაძლებელია ყოველთვიური, კვარტალური ან ერთჯერადი გადახდა. კვარტალური და ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პოლისის შესაძენად შეუძლია ეწვიოს ჩვენს ვებგვერდს, Facebook გვერდს, ან დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე — 2 505 111.
[R]