in

მუხის ტახტებით გადმოცემული ისტორია – გელა წულაძის მიერ შექმნილი ინტერიერის ობიექტები

გელა წულაძეს საზოგადოება მისი შემოქმედებით იცნობს. იგი სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, თუმცა, მისი ნამუშევრები იმდენად დიდი იდენტობის მქონეა, რომ ყოველთვის გამოვიცნობთ, ვისი ნახელავიცაა.

საინტერესოა, რომ გელას შემოქმედება ჩვენ კიდევ უფრო სხვა კუთხით – ინტერიერში დავინახეთ. ბოლო პერიოდში ხელოვნების ნიმუშები ხშირად ხდებიან ინტერიერის ობიექტებიც. ალბათ, სწორი იქნება, თუკი გელა წულაძის მუხის ტახტებს (Throne of Love) სწორედ ასეთ ობიექტებად აღვიქვამთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ობიექტებით უკვე შედგა გამოფენები, მათ არაერთ სივრცეში დაიდეს ბინა. ესაა დაბალფეხებიანი და მაღალი საზურგის მქონე მუხის ტახტი, რომლის ნაწილებშიც განთავსებულია მცირე ზომის ობიექტები.

1990 წლებში აღმოვაჩინე აფრიკული არტი და განსაკუთრებით სხვადასხვა ტომისა და სოფლის მეთაურების ტახტები, რომლებიც ადგილობრივების ხელით იყო გაკეთებული და მათშივე იყო ჩადებული მათი ისტორია. მეც მომინდა ხეზე მუშაობა და ჩემი პირველი ნამუშევარი იყო ჩემი ტახტი, რომელიც მუხაში გამოვძერწე.”

კითხვაზე, თუ როგორ ინტერიერებში პოულობს გელა წულაძე ამ ობიექტების ადგილს, გვპასუხობს: “არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სივრცე იქნება, ისინი თავიანთ ადგილს ყველგან პოულობენ.”

ნანნა დიცელი – ფორმისა და ფუნქციის დანიელი დიზაინერი

ეფექტური ბინა შარტავას ქუჩაზე – მარიამ ძამაშვილის ნამუშევარი