in

გულცივი კაცი, სითბოს მანქანა და ჯადოსნური შობა – Midea-ს საშობაო ვიდეორგოლი

ჩვენგან არც ისე შორს, არც ისე დიდი ხნის წინ ცხოვრობდა კაცი, რომელსაც ჰქონდა სითბოს ჯადოსნური მანქანა, მაგრამ მისი გული მაინც ცივი იყო – ასე იწყება Midea-ს საშობაო ვიდეორგოლი. ის მოგვითხრობს კაცზე, რომელსაც სძულს შობა და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული. მისი ერთადერთი გულითადი მეგობარი მარტოობაა. არც ოჯახის წევრების თბილი ჩახუტება სჭირდება, რადგან მის დიდ და ცარიელ სახლს სითბოს ჯადოსნური მანქანა ისედაც ათბობს.

თუმცა, ამ ისტორიას კეთილი დასასრული აქვს – ჯადოსნური შობა უხეში ბატონი სკრუჯის გულშიც შეაღწევს და გაყინული მეზობლებისთვის სითბოს გაზიარებას გადააწყვეტინებს.

„გააზიარე სითბო“ – ამ შობა-ახალ წელს სწორედ ეს არის Midea-ს მთავარი მოწოდება.

„Midea Group კონდიცირების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ის მომხმარებლებს ინოვაციურ და უახლესი მახასიათებლებით აღჭურვილ პროდუქტებს სთავაზობს. Midea 200-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ოპერირებს.

Midea, როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალურ ბაზარზე მარკეტინგული კამპანიებით გამოირჩევა. ამასთან ერთად, ის მომხმარებლებს სეზონურ ფასდაკლებებსაც ხშირად სთავაზობს.

ფასდაკლებები უკვე დაწყებულია და 14 იანვრამდე  Midea-ს პროდუქციაზე განსაკუთრებული ფასები გელოდებათ“. 

 

[R]

როგორ შექმნა დიზაინერმა სტეფანი დებრინკატმა საფარის უდაბნოს თემატიკის სათამაშო ოთახი

ნერი ოქსმანი – თანამედროვეობის ლეონარდო და ვინჩი