in

ჰაერის ვენტილაციის სისტემები – Homeis.ge-ს გიდი

IPS
IPS

ჩვენს სახლში მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნა სუფთა ჰაერის გარეშე შეუძლებელია. ეს პროცესი შეძლებისდაგვარად უხმაუროდ და შეუმჩნევლად უნდა ხდებოდეს. კონტრასტული ტემპერატურის ჰაერი და მისი ნაკადები სივრცეში არ უნდა იგრძნობოდეს. რაც უფრო ხარისხიანად ხდება ჩვენი ბინის კლიმატის კომფორტული მართვა, მით უფრო დაწინაურებულია ამაზე პასუხისმგებელი სისტემა. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ამგვარი სისტემების მუშაობის პრინციპს და მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა თქვენი მოთხოვნების მიხედვით სწორი არჩევანის გაკეთება გაგიადვილდეთ.

1. კედელში გაკეთებული დვრილები მასზე დამონტაჟებული სარქველებით

მისი მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია შიდა და გარე სივრცის წნევათა სხვაობაზე. ბინაში განთავსებული სავენტილაციო (უმეტესად სველ წერტილებში) გამწოვების მეშვეობით ხდება ოთახში არსებული ჰაერის გაწოვა და ხვრელებიდან სუფთა ჰაერის შემოდინება

ძლიერი მხარეები:

  • იაფი;
  • მარტივი გასაკეთებელი.

სუსტი მხარეები:

  • შემოდის ხმაური;
  • ცივ ამინდში შემოსული ჰაერის ნაკადი ძალზე არაკომფორტულია;
  • ფაქტიურად არ ფუნქციონირებს ცხელ დღეებში.

2. ოთახში ჰაერის მოდინების აპარატი ე.წ. “ბრიზერი”

ის ზემოთხსენებულ დვრილზე დგება და რაღაცით კონდენციონერს წააგავს, თუმცა მისგან განსხვავებით გარედან სუფთა ჰაერის მოდინებასა და მის კომფორტულ ტემპერატურამდე გათბობას უზრუნველყოფს. აქვს ჰაერის ფილტრები და ჰაერის გამათბობელი ტენები.

ძლიერი მხარეები:

  • ადვილი დასამონტაჟებელი;
  • შედარებით იაფი

სუსტი მხარეები:

  • სუფთა ჰაერის შემოდინების დაბალი წარმადობა;
  • ეფექტურია მხოლოდ 1 ან 2 ოთახისთვის;
  • მოუქნელი დიზაინის (თუ მოდელი ოთახში მონტაჟს ითვალისწინებს);
  • მინუს 10 გრადუსზე დაბლა არ ფუნქციონირებს;
  • ელ. ენერგიის დიდი მოხმარება (6-7 კვტ. საათში);
  • ხმაურიანია (თუ მოდელი ოთახში მონტაჟს ითვალისწინებს);
  • არ ითვალისწინებს ჰაერის გაგრილებას.

3. ოთახის ჰაერის მოდინების სისტემა რეკუპერატორით

ის ფაქტიურად იგივე “ბრიზერია”, მხოლოდ რეკუპერაციის ფუნქციით აღჭურვილი. თუმცა პატარა დანადგარში ბევრი ფუნქციის “ჩატენვის” მცდელობა ყოველთვის წარმადობაზე და სხვა მახასიათებლების ეფექტურობაზე მოქმედებს.

ძლიერი მხარეები:

  • შენობის გამთბარ ჰაერს იყენებს გარედან შემოდინებული ჰაერის გასათბობად;
  • შედარებით ნაკლები ენერგომოხმარება;
  • მარტივი დასამონტაჟებლად.

სუსტი მხარეები:

  • უმეტეს მოდელებში შემოდინებული ჰაერის დაბალი მოცულობა;
  • დაბალი დონის ფილტრაცია;
  • მაღალი ხმა;
  • დგება ოთახში და აფუჭებს დიზაინს;
  • მინუს 10 გრადუსზე აღარ მუშაობს;
  • არ ითვალისწინებს ჰაერის გაგრილებას.

4. ჰაერის მოდინების ცენტრალიზებული სისტემა

იგივე მოდულური სიტემა სადაც შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ფუნქციები, როგორიცაა გაგრილების და დატენიანების ფუნქცია. ის წინამორბედი სისტემებისგან არსებითად განსხვავდება და სრულიად სხვა დონის კომფორტს გვთავაზობს.

ძლიერი მხარეები:

  • შენობაში ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის ავტომატური მართვა;
  • მაღალი წარმადობა;
  • მაღალი დონის ფილტრაცია;
  • დაბალი ხმა;
  • მიმზიდველი დიზაინი;

სუსტი მხარეები:

  • მაღალი ენერგო მოხმარება;
  • საჭიროებს ცალკე საქვაბეს ან სატავსოს;
  • წინასწარ არის დასაპროექტებელი;
  • მაღალი ფასი (10-15 ათასი აშშ. დოლარი).

5. ჰაერის მოდინებისა და გაწოვის სისტემები რეკუპერაციით

ის წინამორბედი სისტემის მსგავსია ერთი არსებითი დანამატით – შენობის უკვე გამთბარი ჰაერის მეშვეობით შემოდინებული ჰაერის გათბობის ფუნქციით. ამგვარი სისტემით ის  4-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. დღეს ეს სისტემა ყველაზე თანამედროვე და ეფექტურია. იმ შემთხვევაში თუ წინა სისტემებს შევადარებთ, მაშინ კედელში გაკეთებული სარქველიანი ხვრელები – ველოსიპედია, “ბრიზერი” – მოპედი, რეკუპერტორიანი “ბრიზერი”- რენო ლოგანი, მეოთხე სიტემა – მერსედესი, ხოლო ეს უკანასკნელი – ზებგერითი გამანადგურებელი. ამდენად დაწინაურებულია მისი რეკუპერაციის უნარითა და მოდულური (სისტემაში სხვა აგრეგატების, მაგ. ტენიანობის, წყლის გამათბობელის და. ა.შ. დამატების უნარი) სისტემით. ის რა თქმა უნდა მის წინამორბედებზე ძვირია, თუმცა ნამდვილად ამართლებს მასში ჩადებულ ინვესტიციას.

გათბობის, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემების (HVAC) მსოფლიოს ლიდერი ბრენდებია:  Daikin (Japan) , Ingersoll Rand (US) , Johnson Controls (Ireland) , United Technologies (US),  Mitsubishi electric (Japan), LG Electronics (South Korea), Midea Group (China), Electrolux (Sweden), Lennox (US), Nortek (US), Samsung Electronics (Korea),

ბეტონი ინტერიერში როგორც თანამედროვე დიზაინ ტრენდი

ვირჯინიის შტატში “Amazon”-ის მეორე სათაო ოფისი აშენდება – NBBJ-ს პროექტი