in

6 ნივთი, რომელიც ჰელოუინის წვეულების გასაფორმებლად გამოგადგება

სახლის მორთვა ჰელოუინის განუყოფელი ნაწილია, რაც აუცილებელია განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად ამ მისტიკურ ღამეს. ჰელოუინისთვის ტრადიციულად, სახლის ფასადსა და ეზოს გოგრის ფანრებით, ობობის ხელოვნური ქსელებით, ჩონჩხებითა და მოჩვენებების ფიგურებით რთავენ. ხოლო, ინტერიერს შავი და ნარინჯისფერი აქსესუარებით, სანთლებითა და საშინელებათა ფილმების პერსონაჟების გამოსახულებებით. ეს დეტალები ერთად იმ ზღაპრულ და ოდნავ შემაშინებელ გარემოს ქმნის, რომელიც გამორჩეულს ხდის ჰელოუინის ღამეს.

Halloween-ის აღსანიშნავად ველის ციფრულ თაროებზე პროდუქტების დიდი არჩევანი გელოდება. აქ შეგიძლია შეარჩიო სახლისთვის როგორც ჰელოუინის დეკორაციები, ასევე ნივთები მაგიდის სერვირებისთვის. გარდა ამისა, ველიზე შეგხვდება ჰელოუინის გოგრების დიდი ასორტიმენტი, როგორც საბავშვო კოსტიუმების სახით, ასევე მოსართავი სტიკერები, გოგრის ვიზუალის თეფშები თუ სანათები.

აღმოაჩინე ნივთები, რომლებიც საშუალებას მოგცემს ორიგინალურად მორთო სახლი თუ  ჰელოუინის თემატიკით გააფორმო მაგიდა.

ორიგინალური დეკორაციები ჰელოუინისთვის

Ginger Ray წვეულებისა და სადღესასწაულო პროდუქტების მწარმოებელია, რომელიც ელეგანტური და მაღალი ხარისხის პროდუქციით არის ცნობილი. Ginger Ray ლიზა და მაიკ ფლეტჩერებმა 2011 წელს გაერთიანებულ სამეფოში დააარსეს. ბრენდმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა თავისი უნიკალური, დახვეწილი და ტრენდული დიზაინის მეშვეობით.

ბრენდისგან კარგი არჩევანი იქნება ჩამოსაკიდი დეკორაცია, რომელიც შეგიძლია ჰელოუინის წვეულებაზე გამოიყენო. ის დაგეხმარება შესაფერისი ატმოსფერო შექმნა სახლში, რაც ამ დღეს უფრო გამორჩეულსა და მრავალფეროვანს გახდის.

ასევე, ბრენდისგან ჰელოუინისთვის კიდევ ერთი სახალისო ნივთი იქნება სისხლიანი შხეფებისა და ნაფეხურების სტიკერები, რომლებიც დაგეხმარება გაახალისო ჰელოუინის კორპორაციული თუ სახლის წვეულება. შეკვრაში სულ 8 ცალი წითელი სტიკერი დაგხვდება.

კიდევ ერთი ბრენდი, რომელიც ჰელოუინის წვეულების მოწყობაში დაგეხმარება Party Pro იქნება. ეს პოპულარული ბრენდი სპეციალიზებულია წვეულების აქსესუარების შექმნაში. ის გვთავაზობს პროდუქციის ფართო არჩევანს, მათ შორის ბუშტებს, დეკორაციებს, ჭურჭელსა და კოსტიუმებს. ხარისხზე და კრეატიულობაზე ორიენტირებული Party Pro მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ნებისმიერი დღესასწაულის ატმოსფერო.

Party Pro Halloween-ის ბანერი გაგიფერადებს ჰელოუვინის წვეულებას და მას უფრო განსაკუთრებულსა და გამორჩეულს გახდის. ის შეგიძლია განათავსო კედელზე სასურველ ადგილას და მოარგო ჰელოუინის სხვა ელემენტებს. ბანერის სიგრძე 3 მეტრია.

მაგიდის სერვირება

ჰელოუინის მაგიდის სერვირება საშუალებას გაძლევს კრეატიულობა გამოავლინო და მისტიკური ატმოსფერო შექმნა. გამოიყენეთ შავი ან ნარინჯისფერი სუფრა, მოარგე თეფშებსა და ჭიქებს ობობას ქსელის ან ღამურას მოტივები. ასევე, შეგიძლია დაამატო გოგრის ფანრები, რათა თემატური, შთამბეჭდავი  გარემო შექმნა.

ველიზე შეგიძლია შეიძინო, ასევე Unique-ის დახვეწილი დიზაინის ნივთები მაგიდის სერვირებისთვის. Unique წვეულების ნივთების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. კომპანიის ისტორია ფილადელფიის საწყობის პატარა სივრცეში 1962 წელს დაიწყო. ხოლო დღეს, 60 წელზე მეტი ხნის შემდეგ, იგი გლობალური ინდუსტრიის ლიდერია, რომელიც მუდმივად ზრუნავს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ჰელოუინის წვეულებისთვის ბრენდისგან შეგიძლია შეარჩიო ერთჯერადი ქაღალდის ჭიქები თუ ერთჯერადი ქაღალდის თეფშები. ისინი, შეგიძლია შეარჩიო როგორც შავი, ასევე სხვა სასურველი შეფერილობით და თემატური განწყობა შექმნა ჰელოუინზე.

ასევე, კიდევ ერთი ბრენდი, რომელიც უნდა გაიცნო არის Amscan, რომელიც 4000-ზე მეტი ინოვაციური პროდუქტის მწარმოებელი კომპანიაა, მათ შორის ქმნის ჭურჭელს, დეკორაციებსა და წვეულების სხვა აქსესუარებს.

Amscan-ის ჰელოუინის გადასაფარებელი გაფორმებულია გოგრის დიზაინით და შეგიძლია წვეულებაზე გამოიყენო. მისი მეშვეობით თემატურ ელემენტებს შემოიტან და მაგიდას გაალამაზებ. გადასაფარებელი პოლიეთილენისგანაა დამზადებული.

მაგიდის სერვირებისას ასევე მნიშვნელოვანია შესაფერისი ხელსახოცები, რაშიც Ginger Ray-ის ხელსახოცები გამოგადგება. Ginger Ray, ქაღალდის ხელსახოცი, მოჩვენება არის თეთრი ფერის და მოჩვენების დიზაინით არის შექმნილი. ხელსახოცები არის სურნელის გარეშე და შესანიშნავი ატმოსფერული დეტალი იქნება ჰელოუინის წვეულებისთვის.

მოაწყვე დასამახსოვრებელი ჰელოუინი. შეარჩიე ჰელოუინის დეკორაციები თუ ამ დღისთვის შესაფერისი ნივთები მაგიდის სერვირებისთვის. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე შენაძენი შენს კართან ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში.

ბეტონი ინტერიერში — რამდენიმე შთამაგონებელი იდეა ქართული პროექტებიდან

სახლი, როგორც განტვირთვის სივრცე – NatureHumaine-ს ნამუშევარი კანადაში