პირველად ძველმა ბერძენმა მათემატიკოსებმა გადაწყვიტეს ეპოვათ სილამაზის ფორმულა და აღმოაჩინეს პრინციპები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული სიზუსტით იყო დაცული. კუბისტებიც კი დიდი ენთუზიაზმით დაინტერესდნენ იმით, რასაც ჩვენ ახლა ოქროს თანაფარდობას ვუწოდებთ. თუმცა, ამ ღვთიური პროპორციების შეჯერება რთულია ვიქტორიანული სასახლის აღორძინების სტილის ნარევთან, განსაკუთრებით იმ ბინებში, რომელთა დაშლილი ოთახები მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გადააკეთეს.
სწორედ ასეთ შენობაში, კენსინგტონში, Campden Hill Road-ის ქუჩასთან ახლოს, პალას კალამოტუსისმა, სიმეტრიის, ბალანსისა და მესამედის წესის გამოყენებით, საკუთარი თავისთვის ჰარმონიული სახლი შექმნა. სივრცის მშვიდმა რეორგანიზაციამ პალასის კოლექციისთვის წარმოქმნა იდეალური ტილო, რომელიც XX საუკუნის ევროპული დიზაინის გამორჩეული ნაწილებისგან შედგება.
ლონდონში დაფუძნებული და გაზრდილი პალასი ბერძნული მემკვიდრეობისაა და ‘პართენონის საოცრებათა დაფასებაში აღიზარდა’ იმ თანამედროვე ხელოვნებასთან და ავეჯთან ერთად, რომელსაც ის სახლში ათვალიერებდა. იგი ხელოვნების ისტორიას The Courtauld-ში პიკასოსა და მისი თანამედროვეების შესწავლით იყო დაკავებული. დიზაინერი ხელოვნების კურატორთან მუშაობდა, როდესაც კლიენტმა სთხოვა მოღვაწეობა გაეფართოებინა და თავისი ათენში მდებარე სახლის ინტერიერისთვის გადაეხედა. ამას მოჰყვა პროექტები საბერძნეთის კუნძულებზე – პატმოსსა და ანტიპაროსზე. 2014 წელს კი პალასმა Krokalia დააარსა. ეს ბერძნული სიტყვა კენჭების გამოყენებით შექმნილ მოზაიკას ნიშნავს. დიზაინერი ამჟამად ლონდონში – კენსალ რიზში, სამხრეთ კენსინგტონსა და ნოტინგ ჰილში არსებულ საკუთრებებზე მუშაობს, ასევე აქვს პროექტი საბერძნეთში.
პალასმა მუშაობა ამ მაზონეტზე, რომელიც ორ სართულს მოიცავს, 2018 წელს დაიწყო. „დედაჩემი, რომელიც მხატვარია, მას 50-იან წლებში სახელოსნოდ იყენებდა“ – ამბობს დიზაინერი. „აქ ნანგრევები იყო და მას არაფერი შეუცვლია, აქ არც სამზარეულო იყო და არც აბაზანა“. არქიტექტურული ფირმის – Own London-ის დახმარებით, პალასმა ოთახებს, სავარაუდოდ, XIX საუკუნის კონფიგურაციის მდგომარეობა აღუდგინა. მისი აშენების მიზანი, ალბათ, მდიდარი და საშუალო ფენის ბინაში ცხოვრების უპირატესობებში დარწმუნება იყო. აქ არის ორი დიდი, მაღალჭერიანი ოთახი დახვეწილი ფორმებითა და სამი გაცილებით პატარა, უფრო უბრალო შესახედაობის ოთახი: სამზარეულო, საძინებელი ოთახი და სამრეცხაო.
„ყოველთვის პროპორციით ვიწყებ“ – განმარტავს პალასი და დასძენს, რომ გამოწვევა თანამედროვე ცხოვრებისთვის შესაფერისი ოთახების შექმნა იყო. „მინდოდა, დასასვენებელი განწყობა შემექმნა“ – ამბობს დიზაინერი და ამით განმარტავს, რომ ავეჯი ორნამენტების გარეშეა. უფრო მეტიც, აქცენტი არის ბაღის ხედზე, რომელიც ისეთივე კარგია აბაზანიდან, როგორც საწოლიდან. „არ მინდოდა, ისეთი რამ, რაც ძველი არ არის, ასეთად წარმომეჩინა, ასე რომ, არ აღვადგინე ჭერი და საძინებლის ფარდის ძელი ქრომირებულია ისევე, როგორც აბაზანაში არსებული ონკანები. წარსული და აწმყო დაბალანსებულია“ – ამბობს პალასი.
ეს კომპენსირებული პარიტეტი მთლიან სივრცეში მეფობს. პირველ სართულზე, თანდაყოლილ წონასწორობის შენარჩუნებასთან ერთად, მისაღები ოთახი, მრავალი თვალსაზრისით, საძინებლის საპირისპიროა. სამი განსხვავებული სივრცე შევსებულია ტექსტილის, ხელოვნებისა და საგნების მდიდრული ასორტიმენტით, რომელიც აქცენტის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ქარხნულად დამზადებული ნივთები, რომლებიც შუა საუკუნეების უტოპიურ ხედვას შეეხება, მოთავსებულია რკინის მაღალ სასანთლეებთან, რომლებიც თავად პალასმა შექმნა. ასევე დახვეულ კერამიკულ ქოთნებს დიზაინერი თავად, კილბერნის კინგსგეიტის სახელოსნოში ამზადებს. ეს ყველაფერი არის ძლიერი მტკიცებულება ამ უძველესი მათემატიკური სილამაზისა და პალასის ნიჭის – იგი საკუთარ თანამედროვე ესთეტიკასთან ერთად გამოიყენოს.
მისაღები ოთახის კედელზე ელიზა ბონემ კარტერის ნახატი კიდია, სადაც განთავსებულია Intro Parapados-ის დივანი და Vittorio Introini-ს “Scultura 190” მოსასვენებელი ოთახის სკამი, რომელიც სუზან ოსბორნის მიერ არის Pierre Frey-ის “Teddy Mohair”-ის ხავერდით გადაკრული. იატაკზე კი ანტიკური სპარსული ხალიჩაა დაგებული.
მეთიუ ჰილტონის ‘Light Extending Table’ შერწყმულია ტიმ ბეიტსის 70-იანი წლების “Elganza” სასადილო სკამებთან.