in

Hayes Davidson – არქიტექტურული ვიზუალიზაციის ბრიტანული სტუდია

Alliance Group
Alliance Group

Hayes Davidson ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდიაა, რომელიც 1989 წელს ბრიტანელმა ალან დევიდსონმა დააარსა. ეს ადამიანი არქიტექტურული ვიზუალიზაციის ერთგვარი პიონერი იყო.

დროთა განმავლობაში სტუდია საკმაოდ გაიზარდა და მას დაევალა მრავალი ცნობილი და საკულტო შენობის ილუსტრირება მათ აშენებამდე ან გაფართოებამდე, მათ შორის: London Eye, Tate Modern, Millennium Dome (ახლანდელი O2), სამეფო აკადემია, სამეფო ფესტივალების დარბაზი და ბრიტანეთის მუზეუმი.

არქიტექტურისა და აშენებული გარემოს ვიზუალიზაციის ექსპერტად აღიარებულმა სტუდიამ მოიპოვა რეპუტაცია იმით, რომ თანამშრომლობდა მსოფლიოს ბევრ საუკეთესო არქიტექტორთან და დიზაინერთან, მათ შორის კენგო კუმასთან, ჟან ნუველთან და თომას ჰიზერვიკთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ პროექტებზე.

2000 წლიდან სტუდია აგრძელებს CG-ზე დაფუძნებული ვიზუალიზაციის ტექნიკის განვითარებას და 2015 წლისთვის შექმნა 20000-ზე მეტი „ვირტუალური“ ან CGI სურათი.

ალანი ხელმძღვანელობდა ჰეის დევიდსონის გადასვლას თანამშრომლების მფლობელობაში 2015 წელს. “ეს ცვლილება აძლიერებს პროფესიონალური არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდიის ჭეშმარიტად თანამშრომლობით ხასიათს. თანამშრომლების საკუთრება ასახავს ჰეიეს დევიდსონში უკვე დამკვიდრებულ ბევრ მნიშვნელოვან ღირებულებას; პარტნიორობის, გამჭვირვალობისა და ურთიერთდახმარების შესახებ,” – განმარტა მან. 

სტუდიამ 2019 წელს აღნიშნა 30 წლის იუბილე – იგი აღიარებულია ყველაზე “ასაკოვანი” არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდიად დიდ ბრიტანეთში და მის ფარგლებს გარეთაც.

“ჩვენ გააზრებული გვქვს ჩვენი საქმიანობა – ამით უნდა შეიქმნას უმაღლესი ხარისხის სურათები საუკეთესო არქიტექტორებისთვის, დეველოპერებისთვის და დიზაინერებისთვის მთელს მსოფლიოში.

ჩვენ ვართ 100% თანამშრომელთა საკუთრებაში არსებული სტუდია, რომელიც დაფუძნებულია პადინგტონში, ლონდონში, სხვადასხვა შემოქმედებითი სფეროს გუნდის წევრებით, არქიტექტურიდან და ფოტოგრაფიიდან ინტერიერის დიზაინამდე და ანიმაციამდე,” – ამბობენ სტუდიაში.

ჰეიეს დევიდსონის ყურადღება გამახვილებულია როგორც ინტერიერზე, ისე – ექსტერიერზე. მათ ჰყავთ გამოყოფილი ინოვაციების გუნდი, რათა დარწმუნდნენ, რომ იყენებენ უახლეს ტექნოლოგიას.

მათი მისიაა, გააცოცხლონ მსოფლიოში ყველაზე წარმოუდგენელი არქიტექტურა მძლავრი, ემოციური და ზუსტი ხელოვნების საშუალებით – კადრების, მოძრაობისა და ინტერაქტიულობის საშუალებით. შესაბამისად, შემოქმედებითი, ტექნიკური და კულტურული ინოვაციების გაერთიანება სტუდიის ჰოლისტური და ინკლუზიური სტრატეგიაა.

განახლებული გუდიაშვილის მოედანი – “არტსტუდიო პროექტის” ნამუშევარი

მინიმალურად გაფორმებული ძველი სახლი ლონდონში