in

Henge – ავეჯის იტალიური ბრენდი, რომელიც სახლს უნიკალურ საცხოვრებელ სივრცედ აქცევს

იტალიური ავეჯის უნიკალური ბრენდის, Henge-ის ისტორია ცნობილ არქიტექტორების – Simone Micheli-ს და Silvia Prevedello-ს სახელებს უკავშირდება. თავდაპირველად ბრენდის მიზანი საძინებლების, სამზარეულოსა და მისაღები ოთახებისთვის საჭირო ავეჯის წარმოება გახლდათ, დღეს კი მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ყველას შეუძლია საკუთარი სახლი უნიკალურ საცხოვრებლად აქციოს, ამაში კი სწორედ უმაღლესი ხარისხის იტალიური ავეჯი დაეხმარება.

XIX საუკუნიდან დღემდე, მთავარი წესი, რომელსაც Henge იცავს, არის კომფორტია რაც გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ორიგინალური და დახვეწილია დიზაინი, ავეჯი მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული ადამიანების კომფორტს. ადგილი, სადაც Henge-ს ქარხანა მდებარეობს, არის მყუდრო უბანი იტალიაში, სადაც დიზაინერები შთაგონების წყაროს ყოველ ნაბიჯზე ხვდებიან. აქვეა აბრეშუმის ქარხანაც, რომელსაც ბრენდი ავეჯისთვის გადასაკრავი მასალის შექმნისთვის იყენებს.

ბრენდის ერთგულება ეკოლოგიისა და ბუნებრივი მასალისადმი არა მხოლოდ მოდის ტენდენცია, არამედ ტრადიციაა. ძვირფასი ხე, ბუნებრივი ქსოვილები და ტყავი – ყველაფერი ექსკლუზიურად წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა წარმოშობისაა. ამას გარდა, ზოგიერთი სინთეზური მასალა, როგორიცაა, მაგალითად, მავნე საღებავები, ლითონი ან პლასტმასა მუდმივად კონტროლდება და ტოქსინებისგან საფუძვლიანად იწმინდება. მსგავსი მიდგომები ხდიან Henge-ის ავეჯს გამორჩეულსა და სასიამოვნოს და ამაზე დაყრდნობით ახერხებენ დიზაინერები მრავალფუნქციური, კომფორტული ავეჯის შექმნას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის.

თანამედროვე ადამიანი საკმაოდ მომთხოვნი და გარკვეულწილად განებივრებულიცაა, რადგან დღეს ბაზარზე ავეჯის ძალიან დიდი და მრავალფეროვანი არჩევანია. სწორედ ამიტომ, Henge-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სტილის აღქმა და ერთგული მომხმარებლების შეძენა. მათი თითოეული დიზაინი არის მინიმალისტური, მარტივი და მსუბუქი.

ბუნებრივი მასალის გამოყენებასთან ერთად, ბრენდისთვის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველი დეტალი კონტროლდება ექსპერტების მიერ და თუნდაც ყველაზე წარმოუდგენელი იდეებიც კი ხორციელდება ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

რომელი ბრენდის ღუმელი შევიძინო? – 5 შესაძლო ვარიანტი ქართულ ბაზარზე

კლასიკური და სკანდინავიური სტილის სინთეზით შექმნილი ბინა კრწანისის ქუჩაზე — მარიამ მარგიანის ინტერიერი