29 სექტემბერს ონლაინ ჟურნალი homeis.ge “ლისი დეველოპმენტთან” ერთად ღონისძიებას – “homeis შეკრებას” გამართავს, რომლის ფარგლებში არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერული სფეროს წარმომადგენლები ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას საინტერესო გარემოში გაუზიარებენ.
“როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, ჟურნალ homeis.ge-ს მთავარი ინტერესის სფეროა “სახლი” და ყველაფერი, რაც სახლთან არის კავშირში. ჩვენ გვჯერა, რომ სახლი, გარდა ძალიან ბევრი რამისა, პირველ რიგში, არის ადგილი, სადაც იკრიბებიან. სწორედ ამ იდეით არის შთაგონებული ღონისძიება – “homeis შეკრება”, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას იდეების გაცვლისა და საინტერესო თემებზე მსჯელობისთვის.
ჩვენი პირველი ღონისძიება 2023 წელს ჩატარდა და მას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქედან გამომდინარე, წლევანდელი “შეკრება” გაცილებით მასშტაბური იქნება და უფრო მეტ ადამიანს მიეცემა დასწრების შესაძლებლობა, რაც ძალიან გვახარებს,” – აღნიშნავენ homeis.ge-ს გუნდში
საინტერესოა ღონისძიების მთავარი თემა, რომელზეც ორგანიზატორებმა საკმაოდ დიდხანს იფიქრეს.
“წლევანდელი “შეკრების” თემაა “ანაბეჭდი”. ადამიანის ინდივიდუალურ მხარეს მისი თითის ანაბეჭდი განსაზღვრავს. არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში კი „ანაბეჭდი“ პროექტის ავტორისა და მისი ნამუშევრის უნიკალურობაზე მეტყველებს. სწორედ ამ თემის ირგვლივ ისაუბრებენ ჩვენი გამომსვლელები 29 სექტემბერს”, – აცხადებენ Homeis.ge-ში
რაც შეეხება ღონისძიების ფორმატს, როგორც ორგანიზატორები გვიამბობენ, “შეკრებას” ტრადიციულად ეყოლება გამომსვლელები, რომლებიც აუდიტორიის წინაშე საკუთარი პრეზენტაციებით წარდგებიან. თუმცა, სიახლეა ის ფაქტი, რომ წლევანდელ ღონისძიებას ასევე დაემატება პანელური დისკუსიის ნაწილიც, რომლის ფარგლებში მოწვეული სტუმრები მოდერატორის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
“წელსაც საგულდაგულოდ შევარჩიეთ სპიკერები და დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მოსულ სტუმრებს ძალიან საინტერესო გამოსვლები ელით. აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან ისეთი სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge, MUA, Extendo, ენდიზაინი, r312 architects, Nakanimamasakhlisi და სხვა. ამას გარდა, დავამატეთ პანელური დისკუსიის ფორმატიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან თემებს შეეხება და ღონისძიებას კიდევ უფრო მეტ სიღრმეს შესძენს.”
ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე.
კორპორატიული შესყიდვების მსურველებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ ინვოისი შემდეგ მისამართზე: event@tkt.ge
ინვოისის მისაღებად დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაციის გადაგზავნა: შემსყიდველი კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და ბილეთების რაოდენობა.
ღონისძიების წარმდგენია ლისი დეველოპმენტი.
პარტნიორები: Render Group, JYSK, ცელსიუსი, კაპაროლი, გაბილდი, VELI.store, ss.ge, Zeekr
მხარდამჭერები: Miele, TON, რივერსაიდი, MA Architects, ელიტ ელექტრონიქსი, IPS, ლაზიერი, Next Building Technologies, თიბისი კონცეპტი, Office Technologies, ალდაგი, Archtrade.