in ,

Homeis.ge-ს 3 რჩეული ბინა თბილისში Airbnb-ზე

Banner M2
Banner M2

Airbnb 2008 წელს ორმა დიზაინერმა დაარსა, რომლებსაც თავიანთი სივრცის გაქირავება სურდათ. დღეს საიტს მილიონობით “ჰოსთი” ყავს და აპლიკაციის მეშვეობით ბინის ან ოთახის ქირაობა მსოფლიოს 81 000 ქალაქშია შესაძლებელი. ბევრი ტრადიციულ სასტუმროს უკვე Airbnb-ს ბინას ამჯობინებს, რადგან ბევრი ჰოსთი გასაქირავებელი სივრცის მოწყობას ძალიან სერიოზულად უდგება. შესაბამისად, აპლიკაციაში ხშირად ვხვდებით დიზაინერულად მოწყობილ ბინებსა და სახლებს.

თბილისშიც ძალიან აქტუალური გახდა ბინის ამ გზით გაქირავება და გამოჩნდა ბევრი საინტერესო სივრცე, რომლებიც ჰოსთებმა გასაქირავებლად მოაწყვეს.

სტატიაში გთავაზობთ ჩვენ აღმოჩენილ 3 საინტერესო ბინას Airbnb-ზე:

ბინა ფალიაშვილზე

აღნიშული ბინა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალური უბნის ძველ კორპუსში მდებარეობს. მეპატრონემ ბოლო პერიოდში მას რესტავრაცია გაუკეთა და უფრო ე.წ “ინდი”, ბოჰემური ელემენტები შეიტანა. სტუმრები გემოვნებიან ინტერიერსა და კომფორტთან ერთად აღნიშნავენ იმასაც, რომ სახლში პროექტორით შესაძლებელია საღამოს ფილმების ყურება მყუდრო გარემოში.

ვინტაჟური ბინა აღმაშენებლის გამზირზე

ეს ბინა დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს ძველ თბილისურ სახლში, რომელსაც ხის აივანი და საერთო შიდა იტალიური ეზო აქვს. როგორც მეპატრონე აღნიშნავს, თავადაც ბევრს მოგზაურობს და ძალიან კარგად ესმის ტურისტების საჭიროებები, განსაკუთრებით თავის ქვეყანაში.

ბინა ანტრესოლით ვერაზე

ნათელი და ფერადი ბინა ქიაჩელის ქუჩაზე, მხატვარ ელენე ახვლედიანის მუზეუმთან მდებარეობს. სტუმრები ინტერიერთან ერთად გამოარჩევენ ბინის მდებარეობას ქალაქის ცენტრში, სადაც უამრავი კაფე/რესტორანი და ხმაურიანი ქუჩებია, მაგრამ სახლში ეს ყველაფერი სრულებით არ იგრძნობა.

BetterFly DDB-სა და Port80-ის ოფისი ჭავჭავაძის ქუჩაზე

ზაჰა ჰადიდი – მსოფლიო არქიტექტურის “დივა”