in

Homeis.ge-ს 3 რჩეული ბინა თბილისში Airbnb-ზე

Airbnb 2008 წელს ორმა დიზაინერმა დაარსა, რომლებსაც თავიანთი სივრცის გაქირავება სურდათ. დღეს საიტს მილიონობით “ჰოსთი” ყავს და აპლიკაციის მეშვეობით ბინის ან ოთახის ქირაობა მსოფლიოს 81 000 ქალაქშია შესაძლებელი. ბევრი ტრადიციულ სასტუმროს უკვე Airbnb-ს ბინას ამჯობინებს, რადგან ბევრი ჰოსთი გასაქირავებელი სივრცის მოწყობას ძალიან სერიოზულად უდგება. შესაბამისად, აპლიკაციაში ხშირად ვხვდებით დიზაინერულად მოწყობილ ბინებსა და სახლებს. თბილისშიც ძალიან აქტუალური გახდა ბინის ამ გზით გაქირავება და გამოჩნდა ბევრი საინტერესო სივრცე, რომლებიც ჰოსთებმა გასაქირავებლად მოაწყვეს.

სტატიაში გთავაზობთ ჩვენ მიერ აღმოჩენილ 3 საინტერესო ბინას Airbnb-ზე:

სტუდიო სოლოლაკში

ბინა თავისუფლების მოედანთან ახლოს მდებარეობს თბილისის ძველ ქუჩაზე. სტუდიოში ოთახები არ არის გამოყოფილი და მას ღია გეგმარება აქვს.

ბინა თავისუფლების მოედანთან

ბინა, რომელსაც პატარა ბაღიც აქვს, თბილისის ძველ უბანში მდებარეობს. ინტერიერი ისე არის მოწყობილი, რომ ნამდვილად ტოვებს ძველი თბილისური ბინის შთაბეჭდილებას. სტუმრები განსაკუთრებით აღნიშნავენ დიდი ზომის ოთახებს და ტურისტებისთვის ხელსაყრელ მდებარეობას.

ბინა ფაბრიკასთან

სახლი, რომელშიც ეს ბინა მდებარეობს, თითქმის საუკუნეა რაც აშენდა და პირვანდელ ხიბლს ამ დრომდე ინარჩუნებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუხარი და მცირე ზომის ბაღი, რომელიც ბინას აქვს.

ბუტიკ-სასტუმრო ზუბალაშვილის ქუჩაზე – სტუდი WOM-ის ნამუშევარი

#რაშენდება – “აქსისი ჭავჭავიძის 49”