Airbnb 2008 წელს ორმა დიზაინერმა დაარსა, რომლებსაც თავიანთი სივრცის გაქირავება სურდათ. დღეს საიტს მილიონობით ჰოსთი ყავს და მსოფლიოს 81 000 ქალაქში შესაძლებელია აპლიკაციის მეშვეობით ბინის ან ოთახის ქირაობა. ბევრი ტრადიციულ სასტუმროს უკვე Airbnb-ს ბინას ამჯობინებს, რადგან ბევრი ჰოსთი გასაქირავებელი სივრცის მოწყობას ძალიან სერიოზულად უდგება და ხშირად ვხვდებით აპლიკაციაში დიზაინერულად მოწყობილ ბინებს და სახლებს.
თბილისშიც ძალიან აქტუალური გახდა ბინის ამ გზით გაქირავება და დაიდო ბევრი საინტერესო ბინა, რომლებიც ჰოსთებმა გასაქირავებლად მოაწყვეს.
სტატიაში გთავაზობთ ჩვენ მიერ აღმოჩენილ 3 საინტერესო ბინას Airbnb-ზე, რომლებსაც გასაოცარი ეზოები აქვთ:
2 საძინებლიანი ბინა თბილისის ცენტრში მდებარეობს, მშვიდ, მყუდრო ადგილას. შეფასებებში განსაკუთრებით აღნიშნავენ შიდა ეზოს, რომელიც დიდი ფუფუნებაა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.
ეს რეტრო-ქართული ინტერიერი თითქოს დროში უკან გვაბრუნებს, რადგან თბილისის უძველეს ნაწილში მდებარეობს და მისი ინტერიერიც ძველ თბილისურ ელემენტებს შეიცავს. სახლში ღონისძიებების გამართვაც არის შესაძლებელი და მას საკმაოდ დიდი შიდა ეზო აქვს.
ეს ბინა სიმყუდროვეში განმარტოებისთვის შესანიშნავი ადგილია. იგი თბილისის ცენტრში, მთაწმინდაზე მდებარეობს, თბილისის ისტორიულ ნაწილში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხედი მთაზე, რომელიც ბინის ეზოს აქვს.