სულ რაღაც, ერთი წლის წინ, საქართველოში პირველად გაიმართა ონლაინ გამოცემა homeis.ge-ის ღონისძიება „homeis შეკრება“. დადებითმა შეფასებებმა homeis.ge-ის გუნდს უფრო მასშტაბური „შეკრების” მოწყობა გადააწყვეტინა. 29 სექტემბერს, ონლაინჟურნალი homeis.ge „ლისი დეველოპმენტთან” ერთად, მორიგ ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებაზე არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერული სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბებიან. „homeis შეკრების“ მთავარი თემაა „ანაბეჭდი“, როგორც შემოქმედის ინდივიდუალური ხელწერის აღმნიშვნელი სიმბოლო არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.
ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს სპიკერების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge, MUA, Extendo, ენდიზაინი, r312 architects, Nakanimamasakhlisi და სხვა.
„homeis შეკრების“ პარტნიორია კომპანია SS.ge. ღონისძიების მხარდაჭერაზე SS.ge-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ გოგსაძე გვესაუბრა.
თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს „homeis შეკრებას“ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში?
„homeis შეკრება“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა არქიტექტურის, ინტერიერის დიზიანისა და ამ სფეროებთან დაკავშირებული ადამიანებისთვის. მსგავსი ინიციატივები პროფესიონალებს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში ეხმარება, ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. გარდა ამისა, ნებისმიერი წამოწყება, რომელიც ხელს უწყობს ერთი სფეროს ადამიანების თავშეყრას, ერთმანეთთან კომუნიკაციასა და საინტერესო იდეების გაზიარებას, ძალიან სასიკეთოდ შეიძლება აისახოს ინდუსტრიის განვითარებაზე.
წლევანდელი მთავარი თემაა „ანაბეჭდი“. რა მოლოდინი გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და თქვენ რას უმზადებთ სტუმრებს?
წლევანდელ შეკრებას დიდი ინტერესით ველით. მოგეხსენებათ, ადგილობრივი ტრადიციები და კულტურა გავლენას ახდენს ქვეყნის ვიზუალურ იერსახეზე, მათ შორის არქიტექტურასა და დიზაინზე. ვფიქრობ, შეკრებაზე გავეცნობით, წინა წლებიდან დღემდე განხორციელებულ საინტერესო პროექტებს. გავიგებთ ინდუსტრიის ახალ მიდგომებს.
სტუმრებს, რაც შეეხება, საინტერესო საჩუქარი გვაქვს მომზადებული. ვფიქრობდით, როგორ გაგვემარტივებინა მათთვის სამუშაო პროცესი და ძალიან კარგ გადაწყვეტამდე მივედით.
რატომაა „SS.ge-თვის“ მნიშვნელოვანი და ღირებული ასეთი ღონისძიების პარტნიორობა?
პირველ რიგში გვიხარია, რომ SS.ge „homeis შეკრების“ პარტნიორია. ვფიქრობთ, საერთო მიზანი გვამოძრავებს, შევქმნათ უძრავი ქონების სფეროს განვითარებისთვის საჭირო გარემო და ხელი შევუწყოთ მის პროგრესს.
SS.ge-თვის, როგორც უძრავი ქონების #1 პლატფორმისთვის, მნიშვნელოვანია იყოს მუდმივად სასარგებლო მომხმარებლებისთვის და მათ ისეთი საჭირო სერვისები შესთავაზოს, რომლებიც კიდევ უფრო გაამარტივებს უძრავი ქონების მოძიებისა და რეალიზაციის პროცესს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, ეს შეკრება მოგვცემს საშუალებას უკეთ გავიცნოთ ინდუსტრიის წარმომადგენლები, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები, დავგეგმოთ ახალი პროექტები და მათზე მორგებული სერვისები შევქმნათ.
ახლახან განახლდა SS.ge-ის სივრცე, რომელიც აერთიანებს ახალ და მშენებარე პროექტებს. ეს სიახლე ძალიან საინტერესო იქნება დეველოპერული კომპანიებისთვის. მათ ვთავაზობთ საკუთარ ვებგვერდს უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმაზე, გაყიდვების მარტივ არხს, საჭირო აუდიტორიაზე წვდომას და მრავალფეროვან სერვისებს. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ხოლო ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე 19 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ხოლო ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე 19 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
ღონისძიების წარმდგენია: ლისი დეველოპმენტი.
პარტნიორები: Render Group, JYSK, ცელსიუსი, კაპაროლი, გაბილდი, veli.store, ss.ge, ზიკერ საქართველო.
მხარდამჭერები: Miele, TON, რივერსაიდი, MA Architects, ელიტ ელექტრონიქსი, IPS, ლაზიერი, Next Building Technologies, Office Technologies, TBC Concept, ალდაგი, Archtrade, BUILDY.