ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თითქმის ყველა ადამიანს მოუწია ამა თუ იმ ინტენსივობით სახლიდან მუშაობა. ეს პრაქტიკა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ მუშაობის ეს ფორმა სამუდამოდ დარჩება ერთ-ერთ ალტერნატივად. სწორედ ამიტომ, ახალ ერაში, ის როგორც არასდროს, საჭიროა კომფორტული სამუშაო კუთხის მოწყობა.
ნუ შეგეშინდებათ და ნუ იფიქრებთ, რომ სახლის ოფისის მოსაწყობად აუცილებლად დიდი სივრცეა საჭირო. სწორი გეგმარების შემთხვევაში, თქვენ მარტივად შეძლებთ საკუთარი სამუშაო ზონის მოწყობას ძალიან მცირე ზომის ფართშიც. მთავარია, დავიცვათ ბალანსი ფუნქციურობასა და ესთეტიკურობას შორის. ქვემოთ მოცემული ვარიანტები ასეთი კომბინაციის იდეალური მაგალითია.