31 მარტს „ჰოუმერ ალფასა“ და „ბენე კომფორტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ბენე კომფორტი „ჰოუმერ ალფა“ -ში ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილებაზე სრულად იზრუნებს.
ბენე კომფორტისა და ჰოუმერ ალფას პარტნიორობა კომპანიების საერთო ღირებულებების საფუძველზე განვითარდა, რაც საცხოვრებელ სივრცეებში კომფორტული და განსაკუთრებული გამოცდილების შექმნას გულისხმობს.
თანამშრომლობა საერთო სარგებლობის სივრცეების სისუფთავის, გამწვანების მოვლა-პატრონობის, ჭკვიანი სახლის სისტემებისა და პროექტში არსებული დანადგარების/აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას მოიცავს.
ბენე კომფორტი საქართველოს ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტისთვის სრულიად ახალ სტანდარტებს სთავაზობს. კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებელი კომპლექსების ეფექტურად ფუნქციონირების სრულ მენეჯმენტს.
ამ ეტაპზე ბენე კომფორტი მომსახურებას უწევს 40-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ყოველდღიურად ზრუნავს 20000-მდე მაცხოვრებლის კომფორტსა და კეთილდღეობაზე. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილებისა და ცოდნის მქონე კადრებით.
„მოხარულები ვართ, რომ დღეს გავაფორმეთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი ჩვენს პარტნიორ კომპანია „ჰოუმერთან“, რომელიც სრულიად განსხვავებული არქიტექტურისა და დიზაინის ესთეტიკითა და პროექტის ფუნქციონალით გამოირჩევა. გვიხარია, რომ კომპანია „ჰოუმერი“ თავიდანვე ზრუნავს საკუთარ მაცხოვრებლების მომავალ კომფორტზე, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ხედვას, რაც მაცხოვრებლების გრძელვადიან კმაყოფილებაზეა ორიენტირებული. „ჰოუმერთან“ „ბენე კომფორტის“ თანამშრომლობა მოიცავს საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯმენტის სრულ სერვისს: კომპლექსის მენეჯერის მომსახურებას, რეკრეაციული სივრცეების, დანადგარების, აღჭურვილობისა და ყველა იმ მიმართულების მონიტორინგს, რაც საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებისა და, ზოგადად, ბედნიერი ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი,“ – “ბენე კომფორტის” გენერალური დირექტორი ბექა არაბული.
დეველოპერული კომპანია ჰოუმერის პირველი პროექტი „ჰოუმერ ალფა”, დიღომში, ბობ უოლშის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური აუზის გვერდით შენდება.
პროექტის ხელწერას წარმოადგეს პირველი მოხატულფასადიანი სახლი, რომელიც გარემოს სრულიად განსხვავებულ ესთეტიკას ანიჭებს და აქ ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის.
ინფრასტრუქტურული განვითარება 7 300 კვადრატული მეტრის ფარგლებში ისეა დაგეგმილი, რომ ყველა სივრცემ 24/7 -ზე ეფექტურად იმუშაოს.
ის მოიცავს 4 საცხოვრებელ კორპუსს, მწვანე რეკრეაციულ ზონას, ბავშვების გასართობ და შინაური ცხოველების სეირნობისთვის ცალკე გამოყოფილ სივრცეს. ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის გათვალისწინებულია სავარჯიშო სივრცე და სტადიონი, პროექტიდან 3 წუთის სავალზე კი მდებარეობს ისეთი უნიკალური სპორტული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: რაგბის სტადიონი, ოლიმპიური აუზი, ყინულის მოედანი, საფეხბურთო სკოლა, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები.
„homer alpha ჰოუმერის პირველი პროექტია, რომელიც განაშენიანების ესთეტიკითა და ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დასაწყისიდანვე ჩვენს მაცხოვრებლებზე ზრუნვა და მათთვის გრძელვადიანი კომფორტის უზრუნველყოფა, ამიტომ პროექტში წინასწარ ნაფიქრია, თუ როგორ უნდა იმუშაოს ყველაფერმა ეფექტურად, სწორედ ამ პრინციპით შეირჩა კომპანია ბენე კომფორტი, რომელიც ჩვენთვის ხარისხთან და მაღალ სტანდარტთან ასოცირდება,” – ჰოუმერის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.
[R]