in

იაპონელი მხატვრის დახატული ინტერიერები

იაპონელმა მხატვარმა მიკი მაცუიამამ (Miki Matsuyama) თავისი ერთერთი გამოფენისთვის გადაწყვიტა ჟურნალებში გამოქვეყნებული ან ინსტაგრამზე დადებული ცნობილი ინტერიერების ფოტოები ნახატებად ექცია. გამოფენის მასპინძელი იყო Four You Galleryრომელიც გამორჩეული თანამედროვე არტისტების ნამუშევრების გამოფენებს აწყობს ხოლმე.

ტოკიოში მცხოვრებმა არტისტმა ხატვის თავისუფალი სტილი აირჩია და რამდენიმე შეცდომა თუ უზუსტობაც გაუსწორებლად დატოვა ნახატებზე მეტი სახასიათობისთვის. მისი სტილი ილუსტრაციასა და ფერწერას შორის არის და მნახველი თითქოს გადაჰყავს დახატულ სივრცეებში. მის შემოქმედებაში მოხვდა მოდელი ელსა ჰოსკის ინტერიერი და ასევე ფეი თუგუდის ცნობილი სკამი – Roly Poly Armchair. მას ბევრ ქვეყანაში უცხოვრია და უმოგზაურია. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი ცხოვრობს იაპონიაში, როგორც ამბობს, განსაკუთრებულად იტაცებს დასავლური კულტურა და სტილი. მისი ინსპირაცია მოდის ისეთი მხტავრებისგან, როგორებიც არიან მონე და პიკასო, არქიტექტურაში კი პიერ ივანოვიჩი მოსწონს.

გამოფენის ნახვა შესაძლებელია ონლაინ Four You website-ის გვერდზე.

როგორ გავაფორმოთ სახლი სკანდინავიურ სტილში – Homeis გირჩევთ

რა უნდა ვიცოდეთ “ეკო-მეგობრული” მასალების შესახებ