in

იაპონური არქიტექტურის 10 პრინციპი ანუ როგორ იქმნება სახლები, რომლებიც ცუნამისაც კი უძლებენ

Alliance Group
Alliance Group

იაპონური არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი განსხვავდება იმისგან, რასაც ევროპის ქვეყნებში ვხედავთ და ის მდიდარია კულტურული აქცენტებით, ტრადიციული სტილითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. იაპონურ არქიტექტურაში შენობის პროექტი რამდენიმე წესის გათვალისწინებით იქმნება. სწორედ ამ წესების დაცვით ახერხებენ იაპონელები კომფორტული და მყუდრო სივრცეების შექმნას.

ერთი შეხედვით, მათი შენობები შეიძლება ერთფეროვანი და მარტივი გვეჩვენებოდეს, თუმცა სწორედ ამ სიმარტივეში დევს დიდი სიღრმე. წესები და ტრადიციები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ერთიან სისტემას წარმოადგენს.

იაპონური ტექნოლოგიების ყოველდღიური განვითარების წყალობით, შექმნილია ისეთი სახლებიც კი, რომლებიც ცუნამისა და მიწისძვრების ძლიერ ბიძგებს უმკლავდებიან. ამისთვის, იაპონელებმა ე.წ “მაგნიტური სახლის” პროექტი გამოიგონეს, რომლის მიხედვითაც მიწაში დიდი ზომის მაგნიტები იმარხება, რომელზეც საცხოვრებელი სახლი დგას, ამ უკანასკნელს კი ასევე მაგნიტის ძირი აქვს. იმის გამო, რომ სახლისა და საძირკვლის მაგნიტები ერთმანეთს ერთი და იმავე პოლუსებიდან ხვდება, ისინი ერთმანეთს განიზიდავენ და სახლი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის ჰაერშია გამოკიდული.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ 10 მთავარ წესს, რომელსაც იაპონელები შენობის დაპროექტებისას ითვალისწინებენ.

სიმარტივე

იაპონური არქიტექტურაც და დიზაინიც სიმარტივეს ეფუძნება. ეს გამოიხატება არა მხოლოდ შენობის ექსტერიერში, არამედ ავეჯში, ტექნიკასა და ფერებშიც. იაპონელები თვლიან რომ ნამდვილი სიმდიდრე სიმარტივეშია.

ასიმეტრია

იაპონელებისთვის სიმეტრიული შენობები მოსაწყენი და ყველასთვის მარტივად გასაგებია. ისინი ფიქრობენ, რომ ასიმეტრიული ობიექტი ბევრად უკეთ გამოიყურება და თვალი მას სხვადასხვა რაკურსით აღიქვამს.

არსი

იაპონელებს აქვთ ასეთი კონცეფცია, umami, რომელიც „არსს“ ნიშნავს. იაპონურ სტილს უნდა ჰქონდეს არსი და უნდა იყოს ლაკონიური და ყველასთვის სასურველი. ამ ყველაფერს ისინი მასალების ხარისხითა და კომბინაციებით აღწევენ.

ბუნებრიობა

იაპონური დიზაინი ითვალისწინებს კომუნიკაციას და ბუნებასთან კონტაქტს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ არა აგარაკზე, არამედ ქალაქის სახლის ინტერიერზე, მაშინ შენობა უნდა შეიცავდეს მწვანე დეტალებს, მცენარეებს და მისი ინტერიერი ბუნებით უნდა იყოს შთაგონებული.

აღქმა და წარმოსახვა

ეს კონცეფცია გულისხმობს სიღრმისეულ შენობებს, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ თუ რა ხდება კედლის ან, მაგალითად, ფანჯრის მიღმა, თუმცა შეგვიძლია, რომ წარმოვიდგინოთ.

უნიკალური

ეს პრინციპი ნიშნავს იმას, რომ შენობაში დეკორაციები არ მეორდება და ყველაფერს განსხვავებული, ინდივიდუალური მნიშვნელობა და გარეგნობა აქვს.

სიმშვიდე

იაპონელებს სჯერათ, რომ სულში სიმშვიდე სწორედ სახლში ყოფნის დროს წარმოიქმნება, ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ საცხოვრებელი მაქსიმალურად მყუდრო, მშვიდი და კომფორტული იყოს.

სივრცე

ტრადიციულ იაპონურ სახლებში სივრცის ზონირება და ორგანიზება მიიღწევა ტიხრების მეშვეობით. ობიექტებს შორის სივრცის ილუზიის შექმნა იაპონური მიდგომაა და იაპონელები თვლიან, რომ სივრცეს სწორედ კედლების, ფანჯრებისა და სხვა დამაკავშირებელი ნაწილების არარსებობა განსაზღვრავს.

დეფიციტი

იაპონური ინტერიერი არ უნდა იყოს ქაოსური და ავეჯით სავსე. შეიძლება ითქვას, რომ მათთვის მხოლოდ ერთი მდიდრული და ძვირადღირებული დეკორაციაც საკმარისია და ამ გზით ისინი არ ასოცირდებიან სიხარბესთან, თუმცა ქმნიან მდიდრულ და ელეგანტურ გარემოს.

მარტოობა

იაპონელები თავს კომფორტულად მარტოობაში გრძნობენ და მიაჩნიათ, რომ საცხოვრებელი სახლი ამის მისაღწევად საუკეთესო ადგილია. ამას გარდა, ისინი ფიქრობენ, რომ რაც უფრო ნათელია სახლი, მით უფრო მარტივია სიმშვიდის მიღწევა, რის გამოც იაპონურ არქიტექტურაში ხშირად ვხვდებით ფანჯრების დიდ რაოდენობას.

იაპონური ინტერიერიც და არქიტექტურაც ბუნებასთან არის კავშირში. ფანჯრები და გამჭვირვალე ტიხრები იძლევა მაქსიმალურ ბუნებრივ განათებას ოთახში. ინტერიერი იქმნება მზის შუქისა და ოთახში მის მიერ შექმნილი ეფექტების გათვალისწინებით. იაპონურ ინტერიერს არ ახასიათებს ზედმეტად ნათელი და აგრესიული განათება ან პირიქით – ბნელი ჩრდილები. განათება ყოველთვის დაბალანსებულია და ინარჩუნებს საჭირო ელფერებს.

ამ წესებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობით, იაპონელები ახერხებენ იმას, რომ მათი არქიტექტურა ყოველთვის გამორჩეულია და მისი ახლოდან ნახვა ყველას სურს.

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

რა თვისებების მიხედვით უნდა შევარჩიოთ გამწოვი სამზარეულოსთვის?

სივრცეში გაცოცხლებული ისტორია — ინტერვიუ „Material Editors“-ის დამფუძნებლებთან