იჩინომიაში, იაპონიაში მდებარე ეს სახლი, რომლის პროექტსაც „Imaise“ ეწოდება, არქიტექტურული სტუდია Tatsuya Kawamoto + Associates-ის მიერაა შექმნილი. მისი სრული ფართობი 140 კვადრატული მეტრია და, იაპონური ფილოსოფიის მიხედვით, გამოირჩევა ღია სივრცეებით. ამასთან ერთად, ქვეყანა სეისმურად აქტიურია და პროექტი ისეა შედგენილი, რომ მიწისძვრებს გაუძლოს.
შენობის მთავარი, საცხოვრებელი სივრცე მეორე სართულზეა განთავსებული. არქიტექტორებმა სახლის ბუნებასთან ინტეგრირების მიზნით ეფექტურად გამოიყენეს ფაქტი, რომ შენობა გზის პირას მდებარეობს და დამრეცი სახურავისა და ვერანდის საშუალებით ქუჩა სახლტან გააერთიანეს.
ამასთან ერთად, ვიტრაჟული კედლის საშუალებით, სრულიადაა შესაძლებელი ექსტერიერის ინტერიერთან გაერთიანება. ყურადღებას იქცევს სახურავში გაჭრილი მინის ფანჯრები, რომლებშიც მცენარეებია გატარებული. მინიმალისტურ, ხის ინტერიერთან ერთად ეს დეტალი იაპონური ვაბი-საბის ფილოსოფიის განსხეულებაა.
ფოტოგრაფი:Takashi Uemura