ზამთრის ცივ, სუსხიან დღეებს რა მოუხდება თუ არა იატაკის ელექტრო გათბობა, რომელიც დაბალანსებულად ათბობს ყველა ოთახს? ის არა მხოლოდ კომფორტულია, არამედ ენერგო ეფექტურიცაა და ინტერიერის დაგეგმარებაში ხელს არ გიშლის, როგორც დამატებითი აქსესუარი. ამგვარი გათბობა იდეალურია სველ წერტილებში, სამზარეულოსა და ღია სივრცეებში დასამონტაჟებლად.
რა არის იატაკის ელექტრო გათბობა?
ეს არის გათბობის სისტემა, რომელიც მონტაჟდება იატაკის ქვეშ. უფრო კონკრეტულად, იატაკის ქვეშ დამონტაჟებულია ელექტრო კაბელები, რომლებიც პირდაპირ დენზეა მიერთებული, რაც შემდგომში განაპირობებს იატაკისა და მთელი ოთახის გათბობას. ოთახში არსებულ ტემპერატურას თერმოსტატით არეგულირებენ.
როგორ მუშაობს ამგვარი გათბობის სისტემა?
იატაკის ელექტრო გათბობა მუშაობს დენის წყაროზე, განსხვავებით სხვა გათბობის სისტემებისა, რომლებიც წყალზე და გაზზე მუშაობს.
უფრო ვრცლად განვიხილოთ იატაკის ელექტრო გათბობის უპირატესობები:
სითბოს ბალანსი მთელ ოთახში – წარმოიდგინეთ, რომ თქვენი იატაკი მუდმივად თბილია, თანაც მთელ ოთხში თანაბრად არის სითბო გადანაწილებული. მსგავს კომფორტს სხვა გათბობის სისტემები არ გთავაზობთ.
კომფორტული განთავსება ინტერიერში – მოცულობითი რადიატორებისგან განსხვავებით, იატაკის ელექტრო გათბობის სისტემა უხილავია, რაც ხელს გიწყობთ დაგეგმოთ სახლის ინტერიერი ზედმეტი აქსესუარების გარეშე.
განვიხილოთ იატაკის ელექტრო გათბობის უარყოფითი მხარეებიც:
ნაკლებად ეკონომიური – სხვა სისტემებთან შედარებით, იატაკის ელექტრო გათბობის სისტემის მონტაჟიც და ყოველთვიური ელექტრო ენერგიის ხარჯიც უფრო ძვირი ჯდება. რაც უფრო დიდი ზომის სივრცეში გვსურს მსგავსი გათბობის სისტემის დაყენება, ხარჯიც უფრო მეტია.
სივრცის გათბობის დრო – ამგვარ გათბობის სისტემას უფრო მეტი დრო სჭირდება ოთახის გასათბობად, ვიდრე სხვა სისტემებს. თუმცა, ამ პრობლემის მარტივი გამოსავალია, სახლში მისვლამდე გათბობის ტელეფონით წინასწარ ჩართვა.
რამდენად უსაფრთხოა იატაკის ელექტრო გათბობა?
იატაკის ელექტრო გათბობა ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც სხვა გათბობის სისტემები. გათბობის ეს სისტემა შექმნილია იმ უსაფრთხოების მახასიათებლებით, როგორიცაა თერმული სენსორები და გრუნტის შეფერხების ჩამრთველი. რაც შეეხება საძინებელ ოთახებში იატაკის ელექტრო გათბობის დაყენებას, ეს არ წარმოადგენს საფრთხეს თუ გათვალისწინებული იქნება, რომ საძილე ტემპერატურა 18 გრადუსზე მაღალი არ არის, ხოლო ოთახში ტენიანობას თერმოსტატი განსაზღვრავს. თერმოსტატით შეძლებთ აკონტროლოთ ჰაერის გამოშრობის საფრთხე.
ბოლო პერიოდში საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა იატაკის გათბობის სისტემა. მას ხშირად იყენებენ ისეთ მაღალმთიან რეგიონებში, როგორიცაა: ბაკურიანი, სვანეთი, ყაზბეგი…
სპეციალისტი გვირჩევს, რომ თუკი იატაკის ელექტრო გათბობის დაყენებას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ მისი ფინანსური და ტექნიკური მხარე. იატაკის ელექტრო გათბობის ფასი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: მონტაჟის სპეციფიკა, სადენების ზომა, სივრცის ფართობი, თერმოსტატის სახეობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, საშუალოდ, 12-ის ფასი 80 ლარიდან იწყება. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ამგვარი გათბობის სისტემის დასაყენებლად ხელოსნის დროული ჩართულობაა საჭირო, რადგან გათბობის სისტემის სიმძლავრე თავიდანვე უნდა იყოს განსაზღვრული. თუ დაგვიანებით მოხდა ხელოსნის ჩართვა, იატაკის ელექტრო გათბობის სისტემა მთავარ გათბობად ვეღარ დაყენდება, დამონტაჟდება დამხმარე გათბობად, რომელსაც დასჭირდება მთავარი გათბობის სახით, სხვა გათბობის სისტემის დაყენება, მაგალითად: კონდიციონერი.
რომ შევაჯამოთ, მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს კომფორტს, კონკრეტულ ოთახებში მიზანმიმართულ და თანაბარ გათბობას, იატაკის ელექტრო გათბობა შეიძლება იყოს საკმაოდ მიმზიდველი არჩევანი.